Წალენჯიხაში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კუთვნილ კომპენსაციას ითხოვს – რას პასუხობს ოპოზიციური მერია

Წალენჯიხაში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. Საუბარია, 6 თებერვლის სტიქიაზე, რა დროსაც, ძლიერმა ქარმა 180-მდე ოჯახს სახურავი დაუზიანა, თუმცა ამ დრომდე წალენჯიხის მერიას დაზარალებულებისთვის კუთვნილი კომპენსაციები არ დაურიცხავს.
29 თებერვალს, მთავრობის განკარგულებით, 213 000 ლარი, წალენჯიხის მერიას დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებისთვის გამოეყო, მაგრამ ეს თანხები მოსახლეობამდე ამ დრომდე არ მისულა.
STV-თან საუბარში დაზარალებულები აცხადებენ, რომ კუთვნილ კომპენსაციას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. Მათი თქმით, ალტერნატიული გადასახური მასალა ძლიერ წვიმას ვერ უმკლავდება და უამინდობის დროს, სახლებს აწვიმს, არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა კონკრეტული პასუხი, თუ როდის დაერიცხებათ თანხები, ამ დრომდე არ მიუღიათ.
,,Საბუთები რაც გასაკეთებელი იყო მოვაგვარე, ანგარიშის ნომერი გავხსენი და ჩავაბარე მერიას. დღე დღეზე ველოდები კომპენსაციას. Ძალიან ცუდი სიტუაცია მაქვს, მაწვიმს, საძინებელ ოთახებს ყველგან აწვიმს და დამაქვს საძინებელი ლოგინები ოთახიდან ოთახში. ვწვალობ, რა ვქნა, მარტოხელა ვარ და არ მაქვს იმის პირობები, ჩემი თანხით, რომ გავაკეთო, ამიტომ უნდა დაველოდო, სანამ არ ინქება თანხა. Მითხრეს დაგეხმარებითო და გადაგიხდით კომპენსაციასო ერთი თვე გავიდა და ასე ყოველ დღე ან ვურეკავ, ან დავდივარ გამგეობაში და იქნებაო მეუბნებიან,”-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა სოფელ ლიაში მცხოვრებმა მზეხა მარღიამ, STV-თან საუბრისას.
Წალენჯიხის მერიაში თანხების დარიცხვის დაგვიანების ფაქტს, ტექნიკურ პრობლემას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ამით კომპენსაციის გაცემის ვადები არ დარღვეულა. Მერის პირველი მოადგილის ვანო ბურდულის განცხადებით, მოსახლეობის პირად ანგარიშებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, რამაც თანხების დარიცხვის პროცესი შეაფერხა.
,,კომპენსაცია, მოსახლეობამდე მივა ცხადია, აქ იყოს საუბარი იმაზე, რომ პროცედურულად ვაზუსტებდით, იმ ადამიანების ანგარიშის ნომრებს, რომლებთანაც უნდა მოხდეს ჩარიცხვა. Პრობლემა შეექმნა საკმაოდ ბევრს მათგანს, იმიტომ რომ ბანკში დავალიანებები აქვთ და ისურვეს, რომ სხვა ანგარიშზე ყოფილიყო გადატანილი ამიტომ თავიდან გვექნა სამუშაოები ჩასატარებელი. Ახლა, უკვე ყველაფერი დაზუსტდა და ორშაბათს, ან სამშაბათს თანხა დაერიცხება ყველა დაზარალებულს, ასე რომ ტექნიკური, პროცედურული ნაწილი იყო მხოლოდ დასაზუსტებელი. Მოსახლეობას, რომლებსაც ერიცხებოდათ ერთ კონკრეტულ ანგარიშზე აღმოაჩინეს, რომ აქვთ დავალიანება. Მოითხოვეს ანგარიშების შეცვლა, შესაბამისად, ეს თანხები უნდა მივიდეს ადრესატამდე. Ჩვენ არ გვინდა, რომ ბანკმა ჩამოაჭრას დავალიანების გამო და ამ პერიოდის განმავლობაში ზუსტდებოდა ახალი მონაცემები, სადაც დაერიცხებათ ეს თანხები”, – განაცხადა ვანო ბურდულმა.
არაკომპეტენტურობა და გულგრილობა საკუთრი მოსახლეობის მიმართ – ასე აფასებენ აღნიშულ ფაქტს, მმართველ გუნდში. Წალენჯიხის საკრებულოში, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის დათა კუკავას განცხადებით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ დროულად გამოყო სტიქიის სალიკვიდაციო თანხები, თუმცა ამ თანხების ათვისება , წალენჯიხის მერიამ გაურკვეველი მიზეზებით ვერ შეძლო, რამაც დააზიანა მოსახლეობის ინტერესები.
,,შესაბამისი განკარგულება გამოიცა 29 თებერვალს, მას შემდეგ გავიდა 15 დღე და 180-ზე მეტ ოჯახს არ აქვს მიღებული კუთვნილი თანხები. Მაგალითისვის, ჩემს, სოფელში არის 21 დაზარალებული ოჯახი, რომლებსაც უნდა მიეღოთ კომპენსაცია, მაგრამ ეს ფაქტი და მსგავსი სხვა ფაქტები მეტყველებს, მერის არაკომპეტენტურ მუშაობაზე და მერიის მხრიდან თავისი მოქალაქეებისადმი გულგრილ მიდგომაზქე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები არ მიდის მოსახლეობამდე. უშუალოდ, სტიქიის დროს არც მერი, არც ხელმძღვანელი პირები ადგილზე არ იმყოფებოდნენ და ადგილზე იყვნენ მხოლოდ სამსახურის უფროსები. Ჩემი სოფლის მაგალითზე გეტყვით, რომ ყველა ინფორმაცია დროულად იყო მიწოდებული, თუმცა ფაქტია, ამ დრომდე მოსახლეობა თანხების გარეშეა დარჩენილი”, – განაცხადა დათა კუკავამ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის, თებერვალში, ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ვისაც ქარმა მთლიანად ან ნაწილობრივ დაუზიანა სახურავი, კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჩხოროწყუს, წალენჯიხის და მარტვილის მუნიციაპლიტეტებისთვის 681 000 ლარი გამოიყო. Წალენჯიხის მერიისგან განსხვავებით, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, დაზარალებული მოსახლეობოსთვის კუთვნილი კომპენსაციის გადახდის პროცესი დასრულების ეტაპზეა.





