ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკოლების რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. შუა ქვალონის სკოლა 170, ხოლო ნოჯიხევი სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვილი. სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დასრულდება. სრულად რეაბილიტირებულ სკოლებში მოსწავლეები, ადაპტირებული, უსაფრთხო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილნი.




