Მამუკა გაწერელიას დედა – ვთხოვთ ყველას, ვის როგორ შეუძლია დაგვეხმარონ, რომ არᲛოკლან ეს ბავშვი. Მას კარგი დღე არ ელის და ვერ გადარჩება ვიცი

20 თებერვალს, Რუსეთის პროკურატურამ, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. Ქართველი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის” დასაცავად იბრძოდა, 2022 წლის 20 მაისს ტყვედ, მას შემდეგ ჩავარდა, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას, „აზოვსტალის” დატოვების შესახებ.
22 წლის მამუკა გაწერელია აფხაზეთიდან დევნილია. Მისი ოჯახი, ამჟამად, ზუგდიდში ცხოვრობს. Მებრძოლოს დედა დალი ჩხეიძე, მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ განაჩენის გამოტანის შესახებ ტელევიზიებით გაიგო და შვილმა ოჯახთან, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გუშინ შეძლო დაკავშირება.
„Მასმევენო, მაჭმევენო, ჯანმრთელობის მხრივ კიდევ კარგად მაქვსო საქმე, მაგრამ ეტყობა კარნახობენ იქიდან, არ მგონია კარგად იყოს. Სურათში ნახეთ, რა დღეშია ბავშვი. Ორი წელია რაც ტყვედ ჩავარდა. Ბოლოს დამირეკა 27 სეტემბერს და მითხრა, რომ ქართველებზე ყველაფერი იციან. Იმის მერე არ დაურეკია. Გუშინ ვეკონტაქტე ბოლოს. Განაჩენზეც გუშინ გავიგეთ რომ სამუდამო მიუსაჯეს. Სად არის ახლა, არ მითხრა, რადგან თავზე ადგნენ და რომელ ციხეშია არ თქვა. Მესმოდა იქიდან ეუბნებოდნენ, ასე უთხარიო, რომ ქარველებს კარგად ეცევიანო”,- განაცხადა დალი ჩხეიძემ.
22 წლის ქართველი მებრძოლი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში ჩერთო. Დედის განცხადებით, ის ბოლოს მარიუპოლში იმყოფებოდა, საიდანაც ტყვედ ჩაბარდა და მას შემდეგ კონტაქტი გაწყდა შვილთან და მის შესახებ არანაირი ინფორმაციას არ ფლობდა.
„Როგორც კი დაიწყო ეს ამბავი, მან ტელევიზიით ნახა. Ძალიან შეწუხდა, როგორც ჩვენ ყველა, ეს ძალიან მძიმე კადრები იყო. Ეს, ამდენი ბავშვი დახოცოლი რაღაც და მოხვდა გულზე. Წავლ დავეხმარებიო მითხრა. Ძალიან ბევრი ვეხვეწეთ, რომ არ წასულიყო და გადეფიქრებინა, მაგრამ მაინც მე წავალ, უნდა ადავეხმარო მათ და წავიდა. 31 მარტს თვითმფრინავით გადაფრინდა მარიუპოლში, იქიდან ერთხელ დამირეკა, აქ, ერთი ამბავი არისო მითხრა და დედა, თუ რამე მაპატიეო. Ნუ, ახლა, მე, მხნედ იყავი დედამეთქი, არ ეშინოდა. Არ არის მშიშარა ბავშვი. Მერე 18-ში უბრძანეს, რომ ტყვედ ჩაბარებულიყვნენ და ჩაბარდნენ ტყვედ. Ეს პერიოდი არ ვიცოდით სად იყო. Წელიწადი და რამდენიმე თვეა არ გვქონია კონტაქტი და გუშინ გავიგეთ მისი ხმა.”,- აცხადებს მებრძოლის დედა.
Მამუკა გაწერელიას დედა დახმარებით, საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიების წარმომადგემლებს მიმართავს და იმედოვნებს, რომ ძალისხმევა სასურველ შედეგს გამოიღებს. Აცხადებს, რომ მისი შვილი რუსეთში სიკვდილისთვისაა განწირული, რადგან მას ტყვედ ჩავარდნის მერე, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
„ვიცით, რომ ცუდად იყო ფილტვების ანთებით და უმკურნალესო. უკრაინასაც დავუკავშირდით, მაგრამ ჩვენი მოქალაქე არ არის და ვერ დაგეხმარებითო. მივმართეთ წითელ ჯვარს, სახალხო დამცველს. Საქართველოს საგარეო საქმეთა საინისტროშიც დავრეკეთ და გვითხრეს განიხილება ეს საქმე და შეგატყობინებთ ყველაფერსო. Ერთ თვეზე მეტია ველოდებით პასუხს, მაგრამ არაფერი მოსულა პასუხი. Სადაც მიგვიწვდება ხელი ყველგან და ყველას დავუკავშირდებით, მთავრობასაც შევაწუხებთ, რაც შეუძლიათ ყველაფერი უნდა გააკეთონ. Დაგვეხმარონ, ვის როგორ შეუძლია ყველა ამოგვიდგეს მხარში და დაგვეხმარონ, რომ არ Მოკლან ეს ბავშვი. Ვიცით, რომ ვერ ჰადარჩება იქ. Მას კარგი დღე არ ელის დ ავერ გადარჩება ვიცი“, – ამბობს დალი ჩხეიძე.
ქართველი მებრძოლი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა. ის უკრაინაში 2022 წლიდან გაემგზავრა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრა, რომ ის მათი აგენტია და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება

ირაკლი კობახიძე: ვრცელდებოდა ვითომ ჩემი განცხადება, თითქოს უკრაინიდან იყო შეთავაზება და უარი ვთქვით – როდესაც ასეთ ვითარებაში ვიღაც ახერხებს ასე სპეკულირებას, ეს გამაოგნებელია და არ ვიცი, ამას რა შეფასება უნდა მიეცეს


