ზუგდიდელი კარატისტები ევროპის ჩემპიონები გახდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად, ზუგდიდელ კარატისტებს, ევროპის ჩემპიონებსა და პრიზიორებს უტა ფონიავას, გიგა ალანიას და ლევან დადეშქელიანს შეხვდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორტსმენებს და მათ მწვრთნელს გელა ანთიას, გამარჯვება მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველომ, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. იუნიორებში -68 კგ წონით კატეგორიაში კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ უტა ფონიავამ, ხოლო 52-კგ წონით კატეგორიაში გიგა ალანიამ მოიპოვა. რაც შეეხება ლევან დადეშქელიანს, ის ვენეციაში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირის WKF ის ახალგაზრდული ლიგის პრიზიორია.




