გიორგი ვოლსკი ენგურის ხიდზე არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პარლამენტის წევრები მიხეილ სარჯველაძე, გრეტა წიწავა და ალექსანდრე ტაბატაძე და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მდინარე ენგურის ხიდთან და სოფელ რუხში მოსახლეობას შეხვდნენ და მათი უფლებრივი მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
შეხვედრის ორგანიზება განხორციელდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროების შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება. დაგეგმილია შეხვედრების გაგრძელება სხვადასხვა ჯგუფებთან.




