ფოთში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

Ფოთში, ქუჩიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ორი გარდაცვლილი იპოვეს. Გავრცელებული ინფორმაციით ასაკოვანი ცოლ-ქმარი, სვარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ. ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. Მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
Შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.




