stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ამბები სამეგრელოდანახალი ამბებირეგიონი

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის მენეჯმენტის გეგმის პროექტის გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

03.02.2024 / 3 თებერვალი 2024
მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის მენეჯმენტის გეგმის პროექტის გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის მენეჯმენტის გეგმის პროექტის გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მენეჯმენტის გეგმის მიზანია მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლებისთვის გრძელვადიანი მიზნებისა და მათ მისაღწევად აუცილებელი მართვის შესაბამისი მიდგომებისა და ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც დაცული ტერიტორიების სააგენტომ მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადაში უნდა განახორციელოს.

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის მენეჯმენტის გეგმის პროექტი საქართველოსა და შვედეთის მთავრობებს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში შემუშავდება. 

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის, მარტვილისა და ხონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
შეხვედრაზე გამოითქვა რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელთა გარკვეული ნაწილი გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის მენეჯმენტის გეგმის დოკუმენტი მომზადდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მოსახლეობის და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

მენეჯმენტის გეგმა შემუშავდება საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დებულების შესაბამისად. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, მენეჯმენტის გეგმა მომზადდება 4 და განახლდება 3 დაცული ტერიტორიისთვის, გარდა ამისა, 17 დაცული ტერიტორიისთვის შემუშავდება ეკოტურისტული გენერალური გეგმები, ნარჩენების მართვის გეგმები მომზადდება და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება 17 დაცული ტერიტორია, წყლის რესურსების მართვის გეგმები შემუშავდება 2 დაცული ტერიტორიისთვის, ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით აღიჭურვება 2 დაცული ტერიტორია.

წინა პოსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიან, დევნილ და სოციალურად დაუცველ 13 წლამდე ბავშვებს უფასო ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდებათ

შემდეგი პოსტი

ვინ აიღებს პირადობას უფასოდ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ხობში სამუშაო ჯგუფის წევრებთან და მოხალისეებთან შეხვედრა გაიმართა

ხობში სამუშაო ჯგუფის წევრებთან და მოხალისეებთან შეხვედრა გაიმართა

ფოთის მერიაში წყალარინების პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ფოთის მერიაში წყალარინების პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

წალენჯიხაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

წალენჯიხაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა