ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განაცხა. მისი განმარტებით, მან ყველა მოქმედ მინისტრს შესთავაზა მინისტრთა კაბინეტში დარჩენა, თუმცა თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავად გადაწყვიტა თანამდებობაზე არ დარჩენილიყო, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე განმარტავს, რომ სხვა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში არ იგეგმება.




