წალენჯიხის საკრებულოში კიდევ ერთ მოადგილედ გახარიას პარტიის წევრი გელა აბულაძე ინიშნება?

stv-ს ინფორმაციით, წალენჯიხის საკრებულო კიდევ ერთი მოადგილეს უახლოეს სხდომაზე აირჩევს და ის გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენელი გელა აბულაძე იქნება. ჩვენი წყარო წალენჯიხის საკრებულოდან ყვება, რომ საკრებულოს მოქმედმა მენეჯმენტმა შიდა კონსულტაციები უკლვე გამართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან და ნიკა მელიას გუნდში გადასულ საკრებულოს დეპუტატებთან.
ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერის შემთხვევაში წალენჯიხის ოპოზიციურ საკრებულოში, გახარიას გუნდი გაძლიერდება. წალენჯიხის საკრებულოს რომლის თავმჯდომარეც ასევე გახარიას პარტიის წევრი კორნელი სალიაა უკვე ყავს ორი მოადგილე, ავთანდილ გაბელია „ნაციონალური მოძრაობიდან“ (გაბელიამ „ენმ“ ცოტა ხნის წინ დატოვა და ნიკა მელის ფლანგში გადავიდა) და გიორგი დარსალია პარტია ლელოდან.
ჩვენი წყაროსვე ინფორმაციით, წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიისა და “ნაციონალური მოძაობის” პოლიტიკური ალიანსი გრძელდება. თუ რისთვის დასჭირდა საკრებულოს მესამე მოადგილე და რა კრიტერიუმებით შეარჩიეს კანდიდატი, გახარიას გუნდის წევრები არ საუბრობენ და მესამე მოადგილის არჩევას კატეგორიულად უარყოფენ. ჩვენთან საუბარში წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარემ კორნელი სალიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილება არ იგეგმება.
წალენჯიხაში თებერვალში კიდევ ერთ საკადრო ცვლილებას გეგმავენ. ჩვენივე ინფორმაციით წალენჯიხის მერის მოადგილედ ზუგდიდის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ლევან კონჯარიას დანიშნავენ.
ლევან კონჯარიამ stv-თან დაადასტურა წალენჯხიის მერის შემოთავაზება და განაცხადა, რომ თავად მზად, არის თუმცა კანონით გათვალისწინებული პროცედურებია საჭირო და მთავარი სვლა სასურველი შედეგის მისაღწევად საკრებულოში უმრავლესობის ხმებზეა დამოკიდებული.
ჩვენივე წყარო აღნიშნავს, რომ გახარიას პარტია ლევან კონჯარიას კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ საკრებულოს მოადგილედ გელა აბულაძის დანიშვნას ითხოვს. აბულაძესთან დაკავშირება stv-მ დღეს სცადა თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. სურვილის შემთხვევაში მზად ვართ აბულაძის პოზიცია მკითხველს შევთავაზოთ.
წალენჯიხაში, Მერიის მსგავსად, საკრებულოც ოპოზიციურია. “ნაციონალურ მოძრაობას” 11 მანდატი აქვს, ასევე 11 მანდატს ფლობს “ქართული ოცნება”, გახარიას პარტიას 4 მანდატი, “ლელო” კი 1 მანდატი აქვს.




