თეთნულდის სათხილამურო ტრასის საბაგირომდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მესტიის მუნიციპალიტეტში, თეთნულდის სათხილამურო ტრასის საბაგირომდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას იწყებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
გზის თანამედროვე სტანდარტებით განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მესტიის მუნიციპალიტეტში სათხილამურო ტურიზმის განვითარებას. გზის რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
არსებული გზის მდგომარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.




