მესტიაში საკურები დარგეს

დღეს, დაბა მესტიაში, იაპონური ალუბლის ხის – საკურას დარგვის ცერემონია გაიმართა. საკურას ხეები, დაბა მესტიაში, სგიმიერის სკვერში, კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ეზოსა და მესტიის სათავგადასავლო პარკში დაირგო. ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
„იაპონური ალუბლის ხეების დარგვის ცერემონიაში მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან, კაპიტონ ჟორჟოლიანთან ერთად მონაწილეობდნენ იაპონიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, გოსუკე ჰორიგუჩი, საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ხელმძღვანელი, ჯუნჯი ვაკუი, იაპონიის ალპური კლუბის წარმომადგენლობა მარკ იოშიკავა.
ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მიხეილ ხერგიანის სახელობის სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულნი. მესტიის სათავგადასავლო პარკში წარმოდგენილი იყო მარკ იოშიკავას ფოტოგამოფენა, რომელიც 1971 წელს კავკასიაში მოგზაურობას ასახავს.
ცერემონია იაპონიის ალპური კლუბის დაარსებიდან 120 წლის იუბილეს მიეძღვნა. საკურას როგორც იაპონიის ისტორიის განუყოფელი ნაწილის, მესტიის მუნიციპალიტეტში დარგვით, მესტია იქნება ერთ-ერთი სიმბოლო ქართველი და იაპონელი ხალხის მრავალწლიანი მეგობრობის.
პროექტს მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა , 2024 წლიდან ახორციელებს იაპონიის ალპურ კლუბთან მჭიდრო თანამშრომლობით“ – აცხადებენ მესტიის მერიაში.





![ზამთარი მესტიაში [დღის ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2018/12/48374296_2286015424765701_2032990196529627136_o.jpg)

