ნაკრაში მდინარიდან ამოიტანეს ავტომობილი სადაც სამი არასრულწლოვანი იჯდა

შემთხვევის ადგილზე, საიდანაც ახალგაზრდები მანქანით გადავარდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამაშველო ღონისძიებების შედეგად ნაპოვნია მხოლოდ ავტომობილი და სწორედ მას უტარებენ შესაბამის ღონისძიებებს ექსპერტები.
საძიებო ოპერაცია კი გრძელდება. მაშველები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ. საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც მდინარე ნაკრაში ასევე ენგურში. სამუშაოებში ჩართულია ათეულობით მაშველი და მათთან ერთად იმყოფებიან ადგილობრივებიც. ცნობისთვის, მდინარე ნაკრაშკ სამი ახალგაზრდა გუშინ დღის მეორე ნახევარში ავტომობილით გადავარდა.



