1-3 მარტს მესტიაში ფესტივალი გიზ-გიზი გაიმართება

1-3 მარტს მესტიაში ფესტივალი გიზ-გიზი გაიმართება, მისი ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.
„ფესტივალის თბილ გარემოში გემრიელ კერძებზე და უფრო გემრიელ სასმელებზე გეპატიჟებით, მოემზადეთ, გართობის ცეცხლი უშბას ორწვერა მწვერვალზეც უნდა ავიტანოთ, მესტიაში შევხვდებით! ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.„ წერს გიზგიზის საორგანიზაციო ჯგუფი.
“ფესტივალის ფარგლებში, ჩემპიონატების პერიოდში, დამსვენებლის მოსაზიდად ზამთრის გასართობი სოფლები მოეწყობა, დაგეგმილია პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ბენდები და დიჯეები. მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი ზამთრის, სრიალისა და მთის თემატიკის შესახებ, ასევე კვების სივრცეები, ბარი, ფოტო და საბავშვო ზონები. საფესტივალო ტერიტორია აღჭურვილი იქნება გამათბობლებით” – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფესტივალი მესტიამდე, 2-4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე გაიმართა.
მესტია გიზ-გიუზამდე, 24-25 თებერვალს „გემო ფესტს“ უმანსპინძლებს, ხოლო 1-7 მარტს თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური შედგება.




