stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

არჩევნებიახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი

24.07.2024 / 24 ივლისი 2024
ირაკლი კობახიძე: დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი

,,ჩვენ გავხსენით უკვე საარჩევნო კამპანია და აქტიურად ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გარემოება არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საშუალებას და უფლებას” ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი მივიღოთ, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია იმისათვის, რომ ერთი, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და მეორე, საბოლოოდ გვინდა დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში და სწორედ ამას ესაჭიროება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ ამ საპარლამენტო არჩევნებზე.

თქვენ იცით, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ჩააბარა წარსულს არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი იყო. „ქართული ოცნება“ გააკეთებს რა თქმა უნდა ყველაფერს იმისათვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. დღემდე საარჩევნო პროცესი წარიმართება არსებითად მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლიბერალურ-ფაშისტურ თავდასხმას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე. მე შეგახსენებთ, რომ მაგალითად, ასეთი თავდასხმა განხორციელდა პარლამენტარ ბექა ოდიშარიაზე. ნაცმოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი იყო, ვინმე პაპაშვილი, ასევე, ჯანდაცვის მინისტრს მაგალითად თავს დაესხა ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ენჯეოს წარმომადგენელი, ვინმე ჩხობაძე, პარლამენტარ დაჩი ბერაიას თავს დაესხა ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი აქტიური მიმდევარი, ვინმე ანანია, რომელმაც როგორც გავიგე, პრეზერვატივებზე ქართველი წმინდანების გამოსახვით „გაითქვა“ სახელი და ა.შ. ასეთი რამდენიმე ინციდენტი იყო სამწუხაროდ. ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტებს აქტიურად უჭერდნენ მხარს სამწუხაროდ და ტირაჟირებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები, მედიასაშუალებები.

სამწუხაროდ, მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც. იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ანუ ყველა მათი პარტია ერთად 30 პროცენტსაც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან მოტივირებული, რომ მოაწყონ ასეთი ტიპის პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით, ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო. თუმცა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.

26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მათ უკვე გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ პირველად ისტორიაში, ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მისცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დაითვლება არჩევნების შედეგები. შესაბამისად, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ხარვეზები საარჩევნო პროცესში, რაც არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.

26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ წარდგება არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი -ეს არის „ქართული ოცნება“ და მეორე ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც რამდენიმე დისკრედიტირებულ პარტიას აერთიანებს.

შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ეს იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ, ევროპულ მომავალს შორის.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებით და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით არის შესაძლებელი” განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინა პოსტი

სუსი: ვიძიებთ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით და დაფინანსებით ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს

შემდეგი პოსტი

ზუსტად 104 წლის წინ საქართველოს სახელმწიფო ბანკი საქმიანობას შეუდგა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60%-მდე, აქედან გამომდინარე, ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი, განწირულია მარცხისთვის

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხარდაჭერა დღეს არის 60%-მდე, აქედან გამომდინარე, ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი რადიკალური ნაწილი, განწირულია მარცხისთვის

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ იშლება, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი, ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი, არის გეგმა, „ნაცმოძრაობა“ დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ იშლება, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი, ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი, არის გეგმა, „ნაცმოძრაობა“ დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს

ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს