ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგებით არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 54,72%-ით გაიმარჯვა

- ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 54,72%, „ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 23,61%, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ 3,99% აქვს. ცესკოს ინფორმაციით, 3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 1 085 უბნის მიხედვით.
„1085 საარჩევნო უბანია დათვლილი. ძირითადად გახლავთ ისეთი უბნები, რომელიც არის ამომრჩეველთა რაოდენობით პატარა და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ოქმია შემოსასვლელი, როგორც თბილისიდან ისე დიდი ქალაქებიდან. დიდი ქალაქების, მათ შორის თბილისის და იმ დიდი რაოდენობის ამომრჩეველი უბნების ზეგავლენა იქნება იმ შედეგებზე, რომელიც და შეიძლება, შეცვალოს შედეგები“,- განაცხადა ჟვანიამ.




