ხმაური ფოთში -ერთ-ერთ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო

- ფოთში, ხმაური იყო მე- 18 საარჩევნო უბანზე. ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო. დამკვირვებლების მტკიცებით, წილისყრა და კომისიის წევრთა პოზიციების გადანაწილება არასწორად ჩატარდა. მათივე თქმით ეს გამიზნულად მოხდა. უბნის თავმჯდომარე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს რომ უბანზე პროცედურები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.
ცნობისათვის,№ 70-ე სალქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით, 26-ე მაჟორიტარულ ოლქში, 108 498 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. მათ 50 პოლიტიკურ პარტიასა და 16 მაჟორიტარობის კანდიდატს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. მისივე თქმით, 32 საარჩევნო უბანს დაემატა ერთი სპეც უბანი, რომელიც კოვიდპაციენტებს და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ადგილზე მოემსახურება.



