ირაკლი ხახუბია- ჩვენი გუნდისთვის პედაგოგებზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება პრიორიტეტულია

- ქართული ოცნების ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან დაჩი ბერაიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხობელ პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე საგანმანათლებლო სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს, რომლებიც გათვლილი იყო სკოლის, მოსწავლისა და პედაგოგის საჭიროებებზე.
„სახელმწიფოს მომავალი, მისი განვითარება, განათლების ხარისხზეა დამოკიდებული.პედაგოგები ზრდიან თაობებს, რომლებმაც უნდა ააშენონ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. განათლების სისტემაში პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების დასაძლევადაც სწორედ პედაგოგთა ცოდნა და მონდომება გვჭირდება.ჩვენთვისპედაგოგებზე ზრუნვა და მათი ინტერესების გათვალისწინება პრიორიტეტულია”-განაცხადა კანდიდატმა.
ირაკლი ხახუბიას თქმით, მმართველი გუნდი აქტიურად გააგრძელებს სკოლების ინტრასტრუქტურის მოწესრიგებას, მასწავლებლების ხელფასების ზრდას, მათ კარიერულ განვითარებასა და სოციალურ ბენეფიტებზე ზრუნვა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ხახუბია: ხარისხიანი ჯანდაცვის განვითარება და ექიმების შრომის პირობებზე ზრუნვა ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტული საკითხია

ირაკლი ხახუბია – ჩემი მთავარი მიზანი და საქმიანობის წარმმართველი არის მოსახლეობის გვერდში დგომა და მათი ინტერესების დაცვა


