stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

არჩევნები

ირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უდიდესი ნიჭი და შრომისმოყვარეობა, მინდა, ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური

17.10.2020 / 17 ოქტომბერი 2020
ირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უდიდესი ნიჭი და შრომისმოყვარეობა, მინდა, ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური
  • ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში მის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დიდი პატივია იყო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ისეთ ქალაქში, როგორიც არის ზუგდიდი.

„მე, ირაკლი ჩიქოვანი ვარ ადამიანი, რომელიც ვაფასებ თქვენს გვერდში დგომას, ვაფასებ იმ ნდობას, რომელიც ჩემ მიმართ გამოავლინა პარტია „ქართულმა ოცნებამ“. მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდს. მართლაც დიდი პატივია ვიყო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ისეთ რეგიონში, ისეთ ქალაქში, როგორიც არის ზუგდიდი. ჩემთვის ეს ქალაქი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი, ჩემთვის ეს ქალაქი არ არის მხოლოდ პოლიტიკური პლაცდარმი, ეს არის ქალაქი, სადაც მე ვიზიარებ ამ ადამიანებთან ერთად ყოველდღიურობას და სადაც ჩემთვის ყოველი კუთხე, ყოველი კუნჭული, პრობლემა და სიხარული არის ნაცნობი. მინდა, მივესალმო ჩვენი გუნდის წევრებს, ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით მოიტანეს „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებამდე. ასევე მივესალმო იმ ადამიანებს, რომლებიც აქ არიან, ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებთან ერთადაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, უმნიშვნელოვანესი მიზნები არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა.

„ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, რომ მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს მიზანს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. უდიდესია განაცხადი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, რომ ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს საქართველოს სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში. ეს არის უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ. ეს მიზანი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა არის ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ინსტიტუტი და ამ საერთო მიზანში ვგულისხმობ ჩვენ აფხაზ და ოს და-ძმებს. ჩვენ ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მიზანი არის ჩვენთვის მშვიდობიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის უზრუნველმყოფელი. ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემო, სადაც შეგვიძლია, თავისუფლად ვაწარმოოთ კამპანია და არა ისე, თქვენ კარგად გახსოვთ, როდესაც ქვებს გვიშენდნენ. ეს არის უმთავრესი და უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე შევჩერდეთ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ აქ არსებული პრობლემები გადავწყვიტოთ და უმთავრესი პრობლემა, რაც ჩვენს რეალობაშია არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო განვითარებული, უფრო უკეთესი ზუგდიდი. დღეს ზუგდიდში მიმდინარეობს განვითარების პროცესი, მე ამას განახლების პროცესს ვეძახი. მართლაც, უპრეცედენტოა ის მასშტაბი, რომელი მასშტაბიც ჩვენ გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ადგილობრივი საჭიროებებისთვის დაიხარჯა 200 მილიონზე მეტი. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ცენტრალური ხელისუფლებისგან და რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი და მართლაც ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი უჭირავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადგილობრივ გუნდს – გეგას, მალხაზს და ყველას, თითოეულ თქვენგანს, საკრებულოს წარმომადგენლებს. მიღწევები მართლაც არის უზარმაზარი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ზუგდიდი არის ქალაქი, სადაც არის უდიდესი ისტორია, ქალაქი, სადაც არის უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა ,,ზუგდიდი არის ქალაქი, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ უდიდესი ნიჭი და შრომისმოყვარეობა. მე მინდა ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური” განაცხადა წარდგენაზე ჩიქოვანმა.

წინა პოსტი

ირაკლი ჩიქოვანი – დადიანების სასახლეთა კომპლექსს მივანიჭებთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს

შემდეგი პოსტი

დღეს სამეგრელოში, 65 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა და მზად ვარ გემსახუროთ

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა და მზად ვარ გემსახუროთ

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს

ირაკლი ჩიქოვანი დათო კოდუაზე: როდესაც გუნდს დასჭირდა უარი თქვა პარლამენტის წევრობაზე და მოდის ზუგდიდში, რათა თავისი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ ამ მუნიციპალიტეტს მოახმაროს

ირაკლი ჩიქოვანი დათო კოდუაზე: როდესაც გუნდს დასჭირდა უარი თქვა პარლამენტის წევრობაზე და მოდის ზუგდიდში, რათა თავისი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ ამ მუნიციპალიტეტს მოახმაროს