ალექსანდრე მოწერელია : ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერებაა

- „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქვედა და ზედა ნაგვაზაოს მოსახლეობას შეხვდა.
„მარტვილის მუნიციპალიტეტში ქვედა და ზედა ნაგვაზაოში მცხოვრებ მოსახლეობას შევხვდი. ამ სოფლების საჭიროებები თანდათან გვარდება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ქვედა ნაგვაზაოში რეაბილიტირებულია გზა, დაიგო ნაგვაზაო–ხუნწის დამაკავშირებელი გზა, სულ ახლახანს დასრულდა ზედა ნაგვაზაოში სტადიონის მოწყობის სამუშაოები, გამოცხადებულია ტენდერი ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე. იგეგმება წყალმომარაგების, სანიაღვრე არხების, შიდა გზების მოწესრიგება. ქვეყანაში ინფრასტრუქტურული განახლებისა და განვითარების მასობრივი პროგრამები მიმდინარეობს და ხელისუფლების განაცხადი და მიზანია, რომ მალე ასეთი სახის პრობლემები ქვეყანაში აღარ უნდა იყოს. ძალიან კარგად მუშაობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად განსაზღვროს განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტები. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერებაა, რაც რეგიონების განვითარებაზე გადის.“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია – „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი იყო და არის სოფლის მხარდაჭერა და სოფელზე ზრუნვა

პრემიერი: ბატონი ბიძინას მთავარი მიზანი, მისია და ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ქვეყანა უნდა მომზადდეს გასაერთიანებლად. ამ ყველაზე დიდ, ეროვნულ საქმეში ბატონი ბიძინას როლი იქნება უნიკალური და შეუცვლელი


