ირაკლი ხახუბია : არსებული გამოწვევების დასაძლევად კვლავაც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას

- „ქართული ოცნების „ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ფოთის მუნიციპალიტეტში საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან ,ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად 9 აპრილის, ფარნავაზ მეფის, ჭავჭავაძის და გურიის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა და ამ უბნებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ ისაუბრა.
კანდიდატის თქმით, ჭავაჭავაძის ქუჩაზე გადაიხურა მრავალსართულიანი კორპუსები.ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები. 9 აპრილზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ,ხოლო ჭავაჭავაძის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ქალაქში ინტენსიურად მიმდინარეობს, რჩება რიგი საკითხები, რაც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. არსებული გამოწვევების დასაძლევად კვლავაც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას”-განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.
მსგავსი სიახლეები

ალექსანდრე მოწერელია – ხალხი კარგად ხედავს, რომ მიუხედავად აშკარა პროგრესისა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას არსებული გამოწვევების დასაძლევად

ირაკლი ჩიქოვანი – დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას


