„რუსთავი 2“-ის ეგზიტპოლის მიხედვით,საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შორის მეორე ტურია მოსალოდნელი.
კვლევის მიხედვით, აღნიშნულმა კანდიდატებმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მოაგროვეს.
„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ეგზიტპოლი სოციოლოგიური კვლევების კომპანია „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა.




