მირანდა მესხი – 94-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია

„ედპ”- დან, „ნაციონალური მოძრაობიდან” და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ 67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 94-ე უბანზე ბიულეტენების ჩაყრას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ 67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მირანდა მესხის განმარტებით, მათ გააჩნიათ ახსნა-განმარტება უბნის, კომისიის წევრების, ასევე იმ კომისიის წევრის, ვინც ყუთზე და კონვერტენზეა ზედამხედველი და ყველა მათგანი ადასტურებს, რომ საარჩევნო ყუთში კონვერტის არანაირად ჩაყრას ადგილი არ ჰქონია.
„გვაქვს უბნის ახსნა-განმარტება, კომისიის წევრების, ასევე იმ კომისიის წევრის, ვინც ყუთზე და კონვერტებზეა ზედამხედველი, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ხელმოწერით დადასტურებული – „ედპ”-დან, “ნაციონალური მოძრაობიდან” და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან წარმომადგენლებიც ადასტურებენ, რომ არანაირ ჩაყრას ადგილი არ ჰქონია. ამ კონკრეტულმა პირმა, ვისზეც ამბობენ, რომ ჩაყარა კონვერტები, კენჭისყრაში მონაწილეობა სპეციალური სიის საშუალებით მიიღო. ეს არის „ევროპული საქართველოდან” დანიშული კომისიის წევრი, რომელმაც დილიდან, თავიდანვე უარი განაცხადა წილისყრაში მონაწილეობაზე და უფუნქციო კომისიის წევრი იყო. მოგვიანებით განახორციელა თავისი კონსტიტუციური ვალი, მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა სპეციალური სიის საშუალებით და დააფიქსირა თავისი არჩევანი, ძირითად ყუთში ჩააგდო თავისი კონვერტი. ეს არის უბნის მოკვლევის შედეგი,რასაც ადასტურებენ კომისიის წევრები და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები“, – განაცხადა მესხმა.
მსგავსი სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნა: სტიქიის განვითარებამდე, მდ. ბუბას ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია


