ზუგდიდში, ორსანტიას საარჩევნო უბანთან პოლიცია გამოიძახეს

ზუგდიდში, ორსანტიის 97-ე უბანთან ვითარება დაიძაბა. ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტი სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის გამო დაიწყო.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საარჩევნო უბნის შესასვლელთან პლაკატი არ უნდაიყოს გაკრული. ასევე მათი მტკიცებით, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებს ქართული ოცნების კოორდინატორები ხმის მისაცემად არ უშვებენ.
დაპირისპირებულ მხარრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციაა გამოძახებული.


