stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებისამართალი

გეკა გელაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის სულ დაკავებულია 62 პირი

17.10.2025 / 17 ოქტომბერი 2025
გეკა გელაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩვენ მიერ ამ დროისთვის სულ დაკავებულია 62 პირი

შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა, ჯამში დაკავებულია 62 ადამიანი, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, უცხოეთში მყოფი ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელთა შორის ერთ-ერთია ირაკლი შაიშმელაშვილი.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება იმ პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს, თბილისში კანონსაწინააღმდეგო, დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს – კერძოდ, ძალადობრივი მეთოდებით სცადეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის დაკავება და კონსტიტუციური წყობილების დამხობა, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ათეული სამართალდამცავი.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დღეს დავაკავეთ კიდევ 16 პირი, თ.ქ., გ.ტ., დ.გ., მ.მ., ი.ღ., ა.თ., ა.ვ., გ.კ., გ.თ., გ.ჟ., დ.ღ., კ.ჭ., მ.თ., რ.ჯ., ს.მ., ჯ.თ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩვენს მიერ ამ დროისათვის, ჯამში დაკავებულია სულ 62 პირი. უცხოეთში მყოფი ორი პირის – ირაკლი შაიშმელაშვილისა და ა.უ.-ს მიმართ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა.

ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი სამართალდამცველებზე ძალადობა.

რაც შეეხება, უცხოეთში მყოფ ორ პირს, რომელთა მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა, მათგან ერთ-ერთი ირაკლი შაიშმელაშვილია. მას ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება.

ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის ვიდეომასალების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებულმა პირებმა 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები გადაანგრიეს და სასახლის დაკავება სცადეს. ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 35 პოლიციელი დაშავდა. მათ ძირითად ნაწილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებოდათ.

ჩვენ ვაგრძელებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

კიდევ ერთხელ, ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი სამართალდამცველებს, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ძალიან მაღალი სტანდარტითა და პროფესიონალიზმით დაცვისთვის.

ყველამ ნათლად დაინახა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების თითოეული წარმომადგენელი უმაღლესი სტანდარტით, კანონის შესაბამისად მოქმედებდა – ეს იყო ზუსტად და სწორად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიება, რომლის შედეგადაც აღიკვეთა სახელმწიფოს დამხობის მცდელობა. ჩვენი პოლიციელების, უსაფრთხოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების კოორდინირებულმა ქმედებებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემა ძლიერი და ორგანიზებულია.

სწორედ ჩვენი სამართალდამცველების უდიდესი პროფესიონალიზმის შედეგად, მოვახერხეთ მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ქვეყნის სტაბილურობის დაცვა.

უმკაცრესად ვიმოქმედებთ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეეცდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის შერყევას. ნებისმიერი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა ან ხელს აღმართავს სამართალდამცველზე, პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით!“ – განაცხადა გეკა გელაძემ.

წინა პოსტი

ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და კიდევ რვა პირის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა

შემდეგი პოსტი

ზუგდიდის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ უფლებამოსილება შეუჩერა აღმზრელს, ვინც სავარაუდოდ ბავშვზე იძალადა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ცესკო: 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო – ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა

ცესკო: 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო – ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

ზუგდიდში რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდის დაფინანსებით ამ დროისთვის 16 პროექტი მიმდინარეობს

ზუგდიდში რეგიონებში განსახორციელებელი პროეტების ფონდის დაფინანსებით ამ დროისთვის 16 პროექტი მიმდინარეობს