გამჭვირვალობა: “ევროპული საქართველოს” კომისიის წევრმა საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტინი ჩაყარა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დამკვირვებელმა ზუგდიდის N94-ე უბანზე დარღვევა დააფიქსირა და შესაბამისი საჩივარი დაწერა. ნინო გვილიას განმარტებით, “ევროპული საქართველოს” კომისიის წევრმა საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტინი ჩაყარა.
ევროპული საქართველოს წარმომადგენლის განმარტებით, მას რეალურად კექსის რეცეპტი ჰქონდა ხელში და გაუგებრობა სწორედ ამან გამოიწვია. 94-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იგივე ვერსიას იზიარებს და აცხადებს, რომ უბანზე მყოფ სხვა დამკვირვებლებსაც, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დარღვევა არ დაუფიქსირებიათ, რაც შესაბამისი განცხადრბით და ხელმოწერებითაც დაადასტურეს.
საპასუხოდ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დამკვირვებელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც საუბარში ისმის როგორ სთხოვს კომისიის თავმჯდომარე, რომ არ მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება.
თავდაპირველი ვერსიით ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა საარჩევნო ყუთში საკუთარი ბიულეტინი ჩააგდო, თუმცა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დამკვირვებელმა ვიდეო გაავრცელა, სადაც სჩანს რომ ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ამ ინცინდენტის შემდეგ აკეთებს საკუთარ არჩევანს.
ასევე, გავრცელდა მეორე ვიდეო, სადაც რთულია გარკვევა საუბრის, თუმცა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დამკვირვებელი ამტკიცებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მას სთხოვა ფაქტზე რეაგირება არ მოეხდინა და სწორედ ამას ადასტურებს ჩანაწერი.
მსგავსი სიახლეები

დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან – 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაცია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა


