“ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში “ქართული ოცნების” პლაკატებს ხევს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამეგრელოს რეგიონალურმა კოორდინატორმა მურთაზ ზოდელავამ სოფელ ჭითაწყარსა და რიყეს საარჩევნო უბნის მიმდებარედ სალომე ზურაბიშვილის პლაკატები ჩამოხია. ზოდელავა აცხადებს, რომ ის პლაკატების ჩამოხსნას ყველა უბანთან აპირებს, რითაც ნაციონალური მოძრაობა მიდის პროვოკაციაზე და აღვივებს მხარდამჭერებს შორის შუღლს. აღნიშნული ფაქტების ამსახველ ვიდეომასალას “ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.
“ის განგებ ჩადის კანონდარღვევას და აზიანებს მოწინააღმდეგე მხარის სააგიტაციო მასალას, რაც მიზანმიმართულად პროვოკაციაზე წასვლაა. საარჩევნო აგიტაცია, მათ შორის პლაკატების გამოკვრა, საარჩევნო დღეს უბნის მიმდებარედ, გარდა კენჭისყრის შენობისა არ ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას”-აცხადებენ “ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბში.
პაატა ლაგვილავას განცხადებით, შტაბში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია გამართავს.
მსგავსი სიახლეები
![„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]](https://api.stv.ge/uploads/2024/10/463213664_1110233480467449_1093098972334588337_n-960x571.jpg)
„ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში [სრულად]

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება


