დავით ცინდელიანის დედა: ჩემი შვილი გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს

მოკლედ მოგიყვებით როგორ გააუბედურა სისხლისმსმელი სააკაშვილის სადისტურმა „ნაციონალების“ მთავრობამ ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი – პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კონფლიქტები და შურისძიება, – განაცხადა დავით ცინდელიანის დედამ თამარ არღვლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეს განიხილავენ.
მისი თქმით, დავით ცინდელიანი, პირადად ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ქუთაისში, სადაც ის გაიტაცეს, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს და ზღვაში გადააგდეს.
„მოკლედ მოგიყვებით როგორ გააუბედურა სისხლისმსმელი სააკაშვილის სადისტურმა ნაციონალების მთავრობამ ჩემი შვილი და ოჯახი ყოველგვარი დანაშაულის გარეშე. მიზეზი – პოლიტიკური შეხედულებები, პირადი კონფლიქტები და შურისძიება. ჩემი შვილი, დათო ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს დაიბარეს ვითომ თათბირზე სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზევიდან დაკვეთით, მთავრობის, პირადად ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ლაშა ჭკადუამ და ბადრი მამინაშვილმა ვითომ თათბირზე ქუთაისში. როგორც შევიდნენ ქუთაისი, დახვდა ქუთაისის 9 კაციანი სპეცრაზმი, რომელსაც ზემდგომი ორგანოებისაგან დავალებული ჰქონდა გაეტაცათ ჩემი უდანაშაულო შვილი და დახვდნენ და გაიტაცეს, მამას და მის თანმხლებ პირებს წაართვეს ხელიდან, პირდაპირ ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ნივთმტკიცება რომ არ ყოფილიყო, ბეტონის ფილები გამოაბეს, ზღვაში გადააგდეს, ზღვაში ჩაძირეს, ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად“, – განაცხადა თამარ არღვლიანმა.
მსგავსი სიახლეები

სოზარ სუბარი დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას საქმეებზე: ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა
![მოკლული დავით ცინდელიანის დედა: სააკაშვილი თავზე ლაფს გვასხამდა [თამარ არღვლიანი საგამოძიებო კომისიაში – სრული ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2025/06/1-2-960x540.jpg)
მოკლული დავით ცინდელიანის დედა: სააკაშვილი თავზე ლაფს გვასხამდა [თამარ არღვლიანი საგამოძიებო კომისიაში – სრული ვიდეო]


