დავითაშვილი: საქართველო ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს

საქართველო ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას გმობს! – ამის შესახებ ვიცე პრემიერმ და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ეს მხოლოდ ჩვენი პოზიცია არ არის – ამას მხარს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – ICAO უჭერს, – ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ოკუპირებული სოხუმიდან რუსეთის მიმართულებით რეგულარული ფრენებზე დაწყების შესახებ დასმულ კითხვას.
ჩვენ ICAO-სთან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გვაქვს. ეს ICAO-ს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ასევე ეწინააღმდეგება “ოკუპაციის შესახებ“ კანონს.
როცა ჩვენი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან საერთაშორისო ნორმების შესაბამისად შემოწმება, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების შეფასება ვერ ხდება, ამას ICAO არ აღიარებს.
საუბარია რამდენიმე სანქცირებული კომპანიის ოპერირებაზე, მაგრამ გვესმის, რომ ეს ჩვენს ძალებს აღემატება, თუმცა ჩვენი პოზიცია საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არის ძალიან მკაფიო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, თელავის აეროპორტის მშენებლობა, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა, ასევე დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაც

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთში სოხუმის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის დასახმარებლად ფონდი შექმენს


