ლევან მგალობლიშივილის დავალებით, ფოცხოეწერში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში დევნილი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა განხორციელდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
აღნიშნული დაპირება ლევან მგალობლიშვილმა რამდენიმე დღის წინ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირების დროს გასცა. ამ დროისთვის ფოცხოეწერში მცხოვრები ყველა ოჯახი შეშით უზრუნველყოფილია.
მისივე ინიციატივით, დროებით დევნილ მოსახლეობას საჭიროების შესაბამისად უკვე დაურიგდა საკვები პროდუქტები. ადგილზე არსებული სხვა გამოწვევების შესახებ რეაგირება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური კოორდინაციით მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები

ლევან დავიტაშვილი:ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია

საქველმოქმედო აქცია სენაკში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე 65 დევნილი ოჯახისთვის


