stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შედის

03.02.2025 / 3 თებერვალი 2025
სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შედის

სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებები შედის. მკაცრდება რეგულაციები. განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში კვლავ გრძელდება დიფსტეიტის აგენტების მიერ ხელისუფლების ცვლილების მცდელობა. მართალია მათ ამ ჯერზეც უსერიოზულესი კრახი განიცადეს, მაგრამ მაინც გვრჩება გამოწვევები. თავიანთი პატრონების დავალებით ისინი კვლავ აგრძელებენ ქვეყნის ჯანჯღარს და საბედნიეროდ მიზანთან ახლოსაც არ არიან. ამის მიუხედავად მათი ჯაშუშური საქმიანობის და შესაბამისი გარედახმარების შედეგად ქვეყანას შედარებით მცირე, მაგრამ სხვა სახის პრობლემები ექმნება.

მაგალითად, გასული წლის დეკემბერში, ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა, ქვეყანას ჰქონდა 6,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, გაუარესდა ლარის კურსი და შესაბამისად ქვეყანამ და მისმა ეკონომიკამ გარკვეული დარტყმა მაინც მიიღო. დღევანდელი მოცემულობით ეს უარყოფითი ტენდენცია ეკონომიკური მიმართულებით გასწორდა, მაგრამ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საბოტაჟი, მოგონილი პროპაგანდისტური და მავნებლური არგუმენტებით, დიფსტეიტის აგენტურამ რაც შეიძლება ნაკლებად შეძლოს.

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ხალხისვე და სამშობლოს მსახურება მოახერხოს ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე. ხელოვნურ დაბრკოლებებში ვგულისხმობ, წინა პერიოდებში, სხვადასხვა დროს, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და გარეძალების გავლენებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების ნგრევისა და დასუსტებისკენ.

წლების განმავლობაში, დეტალების დონეზე, მიზანმიმართულად წარმოებდა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, რომ სახელმწიფო და მისი მართვის ბერკეტები მაქსიმალურად ყოფილიყო დასუსტებული.

დღეს ჩვენ საბედნიეროდ უკვე გვაქვს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ შევძლოთ ასეთი მავნებლური ნორმების შეცვლა, რაც გააუმჯობესებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვის ბერკეტებს და მეორე მხრივ, გააიოლებს ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაძლიერება/გაჯანსაღებას და ასევე დაიცავს პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ფსევდოლიბერალური ფაშიზმის, ბულინგის და მცირე აგენტურული ჯგუფების მიერ თავსმოხვეული ამაზრზენი თავდასხმებისგან.

ჩვენ გვაქვს მოცემულობა დღეს, როდესაც, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ოთხი ასეული ადამიანისგან შემდგარი, უცხო ძალების ორგანიზებით კარგად გაწვრთნილი აგენტურული ბირთვი, უხეშად არღვევს ოთხი მილიონი ადამიანის, ამ ქვეყნის მოქალაქეების, უფლებებს. სწორედ ამ ანომალიის გამოსასწორებლად ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები.

დღეს წარმოგიდგენთ ამ მიდგომის რეალიზების პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაინიცირებულია საქართველოს პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავსმოხვეული ნორმები – სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების და დამოუკიდებლობისათვის აუცილებელი ნორმების მიღებით.

ახლა კი უფრო კონკრეტულად:

მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები პირველ რიგში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის, მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისათვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი, ბევრია ასეთი, ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.

სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრეცენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. კერძოდ: ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. არსებული ცვლილებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა, ეს არის უკვე სასჯელზე და არა სახდელზე საუბარი, პატიმრობა სამ წლამდე ვადით.

იზრდება სისხლისამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში, 5 წლიდან 6 წლამდე ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე იქნება რა თქმა უნდა შედარებით მკაცრი სანქცია, როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე.
სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც.

ეს ახალი ნორმა იქნება, სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც.


ასევე, ჩვენ არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება, მათ შორის, გამკაცრების მიმართულებით და ეს პაკეტი დღეს შეგიძლიათ უკვე იხილოთ დეტალურად. მე ძირითადი რაც იყო როგორც ადმინისტრაციულში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, ეს წარმოგიდგინეთ და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული ძალიან ბევრი, გარედან ინსპირირებული, თავსმოხვეული ცვლილებების გამოყენება შეძლოს ვინმემ იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი შეზღუდოს და ხელისუფლებას არ ჰქონდეს ქვეყნის მართვის საშუალება პრაქტიკულად და ეს ფაშისტური გამოხტომები ისე იქნას რეალიზებული, რომ ამაზე სახელმწიფოს პასუხი არ ჰქონდეს. ამაზე სახელმწიფოს ექნება მკაცრი პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს რეალური ბერკეტი რომ მართოს ქვეყანა ისე, რომ გარე ძალებმა და მათმა აგენტურამ ვერ შეძლოს ვერც ეკონომიკის ზრდის გაუარესება და ათის მაგივრად ექვსის და შვიდის უზრუნველყოფა. სამი და ოთხი პროცენტით ეკონომიკის უკან დაწევა არ არის პატარა საქმე, ამას გადავურჩებით, გავიტანთ, უკვე გასწორდა ეს პარამეტრები, მაგრამ რატომ? დეკემბერში რატომ არ უნდა ყოფილიყო ათი და რატომ უნდა გვიწევდეს ჩვენ შიგნით ბრძოლა აგენტურასთან და რატომ არ უნდა ვიბრძოდეთ ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესებისთვის და ამ საქმეებით რატომ უნდა ვიყოთ დაკავებული. ანუ, ჩვენ გვექნება ცვლილები, რომლებიც აგენტურას შეუზღუდავს სივრცეებს, რომ მათ საკუთარი ქვეყნის საბოტაჟი განახორციელონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

წინა პოსტი

ჯგალში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

შემდეგი პოსტი

დავით ვერავა: ჯგალში ცენტრალური მთავრობა წყალმომარაგების მასშტაბურ პროექტს განახორციელებს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ცვლილებები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში შედის

ცვლილებები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში შედის

ორსანტიასა და რიყის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამბულატორიები გაიხნა

ორსანტიასა და რიყის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ამბულატორიები გაიხნა

ფოთში ადმინისტრაციულ შენობაზე, დაწესებულებებსა და საცხოვრებელ სახლებზე ეროვნული დროშები გამოიფინა

ფოთში ადმინისტრაციულ შენობაზე, დაწესებულებებსა და საცხოვრებელ სახლებზე ეროვნული დროშები გამოიფინა