stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

მომსახურეობის სააგენტო 5 და 6 იანვარსაც იმუშავებს

მომსახურეობის სააგენტო 5 და 6 იანვარსაც იმუშავებს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა

05.02.2025 / 5 თებერვალი 2025
KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში, პირველად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა. ლექცია თემაზე – „რა არის სამართლიანობა?‘‘ KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ წაიკითხა. ინფორმაციას ასამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შემეცნებით საჯარო ლექციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სკოლების მე-9 – მე-12 კლასების 500-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

ღონისძიებაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.

„ეს უნივერსიტეტი ნამდვილად განსაკუთრებული შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის – მადლობა საქართველოსთვის გაკეთებული ამ საჩუქრისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. მიხარია, რომ ჩვენი რეგიონის ბავშვებს დღეს მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ ამ პროექტში და დასწრებოდნენ საჯარო ლექციას. ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს!“ – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მნიშვნელოვანია, რომ პროექტის სამიზნე აუდიტორია გაფართოვდა. აქამდე KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში ჩართვა მხოლოდ იმერეთის რეგიონის სკოლების მე-9 – მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის იყო შესაძლებელი, ახლა კი, საბავშვო უნივერსიტეტის საჯარო ლექციების მოსმენა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეებსაც შეუძლიათ. პროექტი ეტაპობრივად კიდევ უფრო გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონის სკოლების მოსწავლეებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ქალაქი, გაეცნენ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს, კაფეტერიას, ბიბლიოთეკასა და საერთო სამუშაო სივრცეებს, რაც მნიშვნელოვანია მაღალი დონის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის.

„KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობის ხელშეწყობას. ასევე, კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებას და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებას. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.

აღსანიშნავია, რომ KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სკოლის მოსწავლეებში. პროექტის ფარგლებში, უკვე ჩატარდა არაერთი საჯარო ლექცია სხვადასხვა თემაზე. ახალგაზრდები ყოველთვის დადებით უკუკავშირს აზიარებენ ლექციების მიმართ.

წინა პოსტი

მამუკა წოწერია – ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულო ბოიკოტს უცხადებს  მოსახლეობას და აფერხებს სერვისების მიწოდებას

შემდეგი პოსტი

რუსი ოლიგარქი ბრიანსკის ოლქს კიევისთვის ამზადებს?!

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობაში შეხვედრა შედგა

აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობაში შეხვედრა შედგა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ტრნავის რეგიონის გუბერნატორს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ტრნავის რეგიონის გუბერნატორს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 12 ახალი საბავშვო ბაღი შენდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 12 ახალი საბავშვო ბაღი შენდება