ივანიშვილსა და მაკრონის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. ინფორმაციას ქართული ოცნება ავრველებს. მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.
ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა.
მსგავსი სიახლეები

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა – როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, მსოფლიოს მშვიდობას მოვუტან და დავასრულებ ომს, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელს მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორის


