ირაკლი კობახიძე: 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება მსოფლიოში ყველაფერი, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი, ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას, ეს დადებითად უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც

20 იანვრიდან ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი და ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ეს დადებითად უნდა აისახოს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, რადგან მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა.
„20 იანვრიდან ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი და ჩვენ ველოდებით აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციას. ეს დადებითად უნდა აისახოს რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც, შესაბამისად, ქართული საზოგადოება მთლიანად დიდი ოპტიმიზმით ელოდება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა, შესაბამისად, მისთვის აქტუალური საერთოდ არ არის აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად და ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდება აშშ-ში, ვფიქრობ, რომ ასევე ამაზე მეტყველებს“, – განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ბუნება და ეს არის ჰუმანური, განსხვავებით იგივე წინა ხელისუფლებისგან. ჩვენ შეგვეძლო გარკვეული პროცესების გაგრძელება, თუმცა ყველაფერს გავუწიეთ ანგარიში

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი სწორი, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკით მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო დიდი ოცნება და ეს უნდა იყოს ეროვნული მიზანი


