ტელეიმედის ინფორმაციით ასოციაცია „ათინათი“ მოსწავლეების აქციაზე გამოსვლას აიძულებდა

ტელეკომპანია ,,იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმა ასოციაცია ,,ათინათის” წარმომადგენლები მათ ბაზაზე არსებული სკოლოს მოსწავლეებსა და ასოციაციის ბენეფიციარ მოსწავლეებს ურეკავდნენ და აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.
ტელეკომპანიის ჟურნალისტი ასოციაცია ათინათის გამგეობის თავმჯდომარეს გია ხასიას დაუკავშირდა, ხასიამ არსებული ინფორმაცია უარყო, თუმცა დაადასტურა, რომ მათი სკოლის მოსწავლეები დღეს აქციაზე ნამდვილად იმყოფებოდნენ.




