ალექსანდრე ტყებუჩავა: ევროპული მომავლით სპეკულირება უსამართლოა, მაშინ როცა ამ ხელისუფლებამ შემოიტანა კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის გარდაუვალი მიზანი იურიდიულ და ეროვნულ ვალდებულებად

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და ორი სიტყვით არ გამოვხატო ჩემი პოზიცია.
უპირველესად უნდა აღინიშნოს სასკოლო ასაკის მცირეწლოვანი ბავშვებით მანიპულირება, რაც ალბათ ყოველგვარ პოლიტიკას სცდება და შეპასუხების საშუალებასაც არ ტოვებს. იმედია სკოლამდელი დაწესებულების ბავშვების გამოყენება არ მოგივათ აზრად და ასე არ წაიხდენთ ისედაც წამხდარ სულს!
რაც შეეხება ევროპულ გზას ამ გზაზე სვლა შეუპოვრად გაგრძელდება და ეს ქვეყანა აუცილებლად გავა ევროპულ სამშვიდობოს.
ქვეყნის საწინააღმდეგოდ რადიკალური ოპოზიციის მუდმივი შანტაჟისა და შეთქმულების მიუხედავად გაგრძელდება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პუნქტის შესრულება და უახლოეს წლებში საქართველო ყველაზე ევროპული ქვეყანა გახდება.
პრემიერ მინისტრის განცხადება სხვა არაფერია თუ არა ამ შანტაჟისგან თავის დახსნა და ქვეყნის რეალური გადარჩენის გზა.
ყველა დაწესებულებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და სამსახურებრივი პასუხისმგებლობისკენ, რომელთა განცხადებები ხშირად არ შეესაბამება მიმდინარე პოლიტიკური რეალობის ობიექტურ აღქმას.
„პური რომ მეპურემ უნდა გამოაცხოს“ ეს ჩემგან არავის ესწავლება და არც ჩვენი მოქალაქეების ზრუნვა არ არის ჩვენზე შესახსენებელი.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ ევროპული მომავლით სპეკულირება უსამართლოა, მაშინ როცა ამ ხელისუფლებამ შემოიტანა კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის გარდაუვალი მიზანი იურიდიულ და ეროვნულ ვალდებულებად.
ამასთან, ჩვენი ხელისუფლების მიერ მოპოვებული ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ზემოთხსენებული მიზნისკენ სწრაფვის ხელშესახები შედეგები და არგუმენტებია.
პრინციპული სვლა ევროპისკენ ღირსებებზე დაფუძნებით არის გარანტია ვიყოთ ამ კავშირის სრულფასოვანი წევრიც სამომავლოდ.
საქართველო არის ჩვენი უწმინდესი სახელი!!!“ – წერს ფოთის აკრებულოს ტავმჯდომნარე ალექსანდრე ტყებუჩავა.
მსგავსი სიახლეები

პრემიერი: ბატონი ბიძინას მთავარი მიზანი, მისია და ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ქვეყანა უნდა მომზადდეს გასაერთიანებლად. ამ ყველაზე დიდ, ეროვნულ საქმეში ბატონი ბიძინას როლი იქნება უნიკალური და შეუცვლელი

პაატა ქარდავას მეუღლე: ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში, ყველა უნდა დაისაჯოს – ის მოღალატედ გამოაცხადეს და გაანადგურეს ჩვენი ოჯახი, მეორედ მაშინ გაანადგურეს, როცა სააკაშვილმა შამათავა გმირად გამოაცხადა


