ხვიჩა კვარაცხელია: ქართველი ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა

თბილისში მიმდინარე ამბებს ხვიჩა კვარაცხელია ფეისბუქზე პოსტით ეხმაურება:
,,ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია.
ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა.
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!” – წერს კვარაცხელია.
მსგავსი სიახლეები

პრემიერი: უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერაა არჩეული, იმოქმედა ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად

პრემიერი: გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს


