16 წელი – აგვისტოს ომიდან

16 წელი აგვისტოს ომიდან, რუსეთის ფედერაციის აგრესიას ომში არერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი – ეს 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის შედეგია.
ოკუპანტებმა ხუთდთიან ომში 50-ზე მეტი სოფელი გაანადგურეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი. ოკუპანტებმა გადაწვეს განმუხირში მდებარე ახალგაზრდული ბანაკი. ამ დრომდე, რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს და საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა.
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.
ომიდან 16 წლის შემდეგ, რუსეთი ისევ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას, აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას და ყოველდღიურად უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.


![16 აგვისტოს, ზუგდიდში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ ოქტაგონზე კიკბოქსინგში და MMA-ში ბრძოლები გაიმართება [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2024/07/Capture-960x449.jpg)

