პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ჯარიმებისგან იმ პირთა გათავისუფლების საკითხს, რომლებმაც კოვიდპანდემიის დროს იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესი დაარღვიეს

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს მთავრობის ინიციატივას, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებმაც კოვიდპანდემიის დროს, 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესი, ასევე, პირბადის ტარების წესი.
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს განიხილავენ. ადმინისტრაციული სახდელისგან 1 893 ადამიანი გათავისუფლდება. თანხის ჯამური ოდენობა კი 5 596 047 ლარია.
მსგავსი სიახლეები

პარლამენტი დღეს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების“ დაცვის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს

ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას – სააკაშვილი



