stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა

07.06.2024 / 7 ივნისი 2024
„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა. 

2012 წლის შემდეგ თავისუფლების ხანგძლივი სარეიტინგო პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა. 

„ატლანტიკური საბჭო“ 2024 წლის თავისუფლების და კეთილდღეობის ახალი ინდექსების პრეზენტაციისთვის ემზადება და საჯარო განხილვას 2024 წლის 25 ივნისისთვის აანონსებს. იქამდე კი ორგანიზაციას გამოქვეყნებული აქვს თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ატლასი, რომელიც 2023 წლის თავისუფლების ინდექსის დეტალიზებულ ანალიზს მოიცავს. 
თავისუფლების ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს 4 კატეგორიად: თავისუფალი; უმეტესწილად თავისუფალი; უმეტესწილად არათავისუფალი და ბოლოს, არათავისუფალი ქვეყნები.

საქართველო რეიტინგში მსოფლიოს საუკეთესო იმ 45 ქვეყანას შორის დასახელდა, რომელსაც უმაღლესი კატეგორიის, ანუ თავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ორგანიზატორთა შეფასებით, ინდექსი სრულყოფილად და ყოვლისმომცველად აერთიანებს თავისუფლების საზომებს.
„ჩვენ სრულყოფილად განვსაზღვრავთ თავისუფლებას. (სხვა)არსებული ინდექსები ცალ-ცალკე ზომავს ეკონომიკურ თავისუფლებას, პოლიტიკურ თავისუფლებას და სამართლებრივ თავისუფლებებს, მაგრამ არცერთი სხვა ინდექსი არ აერთიანებს ამ ზომებს თავისუფლების ყოვლისმომცველი საზომის შესათავაზებლად. ჩვენ გვჯერა, რომ მეცნიერებითა და ისტორიული მტკიცებულებებით მხარდაჭერილი, სამივე ტიპის თავისუფლების მქონე ქვეყნები, რომლებიც ერთად მუშაობენ ურთიერთგაძლიერების გზით, ყველაზე უკეთ შეუძლიათ უზრუნველყონ გრძელვადიანი განვითარება.“ (https://freedom-and-prosperity-indexes.atlanticcouncil.org/#about)

ორგანიზაცია ქვეყნებში თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ. (https://freedom-and-prosperity-indexes.atlanticcouncil.org/#about).

თვისუფლების რეიტინგში საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც უმაღლესი კატეგორია, ანუ თავისუფალის სტატუსი აქვს მინიჭებული. საქართველო რეიტინგში უსწრებს პოლონეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს, ალბანეთს, თურქეთს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყნას. საქართველო პოსტაბჭოთა ქვეყნებს შორის ბალტიისპირეთის შემდეგ მეოთხე ადგილზეა. 

2012 წლის შემდეგ ბოლო ათწლედში თავისუფლების სარეიტინგო პოზიციის ხანგძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეექვსე, ევრაზიის კონტინენტზე მეორე , ევროპაში კი პირველ ადგილზეა. ამ პერიოდში სარეიტინგო პოზიცია ქვეყანამ 23 საფეხურით, 68-ე ადგილიდან 45-ე ადგილამდე გაიუმჯობესა. (https://freedom-and-prosperity-indexes.atlanticcouncil.org/#about)

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სანდო მმართველობისა და ხელისუფლებისადმი ნდობის აღდგენის საკითხზე. გამოცემის მტკიცებით, პროგრესის ნახტომისებური აღმავლობით ორი სახელმწიფო გამოირჩევა _ საქართველო და ხორვატია.

დოკუმენტში ვკითხულობთ: „პროგრესი მიდრეკილია თანდათანობითი ან ციკლური იყოს იშვიათად კი დისკრეტული ნახტომებით. რამდენადაც ასეთი აღმავალი ნახტომები ჩანს მონაცემებში, ისინი გვხვდება ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებში, როგორიცაა ხორვატია და საქართველო.“ (გვ 27) (https://www.atlanticcouncil.org/wp-content/uploads/2024/02/2024-Atlas-Freedom-and-prosperity-around-the-world.pdf)

თავისუფლების ინდექსს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.

წინა პოსტი

ვისზე მოქმედებს აშშ-ის სანქციები

შემდეგი პოსტი

შალვა პაპუაშვილი: ვწუხვარ, რომ ასეთი ზედაპირული მიდგომა აქვთ ევროკავშირის იმ ფულის მიმართ, რომელიც საქართველოში იხარჯება და რიგ შემთხვევაში რადიკალიზმს ხმარდება – ძალადობას იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა, კეთილდღეობის შეფასებით კი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე გაიყვანა

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა, კეთილდღეობის შეფასებით კი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე გაიყვანა

ღია მმართველობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს

ღია მმართველობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს

ჟოზეფ ბორელი: საქართველო კარგად მუშაობს

ჟოზეფ ბორელი: საქართველო კარგად მუშაობს