ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია თავისი NGO-ებით, ტელევიზიებით, მოქმედებს ყოველთვის ორმაგი სტანდარტით და არა მარტო არ გმობენ, ხშირად იწონებენ კიდეც ძალადობას

ძალადობას ვგმობთ ყველა მიმართულებით და რეაგირება ძალადობაზე გვექნება ყველა მიმართულებით. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით არის დაწყებული გამოძიება, ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ყველა ნახავს იმას, რომ ბოლომდე გავყვებით გამოძიების პროცესს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებას, ოპოზიციისგან განსხვავებით, ორმაგი სტანდარტები არ აქვს.
„ჩვენ არ გვაქვს ორმაგი სტანდარტი ოპოზიციისგან განსხვავებით. თქვენ მუდმივად ხედავთ, იგივე ძალადობასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპონენტები, რადიკალური ოპოზიცია თავისი NGO-ებით, ტელევიზიებით, მოქმედებს ყოველთვის ორმაგი სტანდარტით და ხშირად იწონებენ კიდეც ძალადობას, არა მარტო არ გმობენ, მაგალითად თუნდაც კოლეგებზე, ჟურნალისტებზე ძალადობას, დეპუტატზე ძალადობას და ა.შ. პირიქით, იწონებენ კიდეც ძალიან ხშირად ასეთი ძალადობის ფაქტებს. ჩვენ მათგან განსხვავებით გვაქვს არა ორმაგი, არამედ ერთმაგი სტანდარტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალადობას ვგმობთ ყველა მიმართულებით და რეაგირება ძალადობაზე გვექნება ყველა მიმართულებით. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ყველა შესაბამის საკითხთან დაკავშირებით არის დაწყებული გამოძიება, ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ყველა ნახავს იმას, რომ ბოლომდე გავყვებით გამოძიების პროცესს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა კოლექტიურ ლევან ხაბეიშვილად და გიორგი ვაშაძედ, ეს არის კოლექტიური, როგორც ბატონი ლევანი იტყოდა, „ქურქუმალ ვაითი“

ირაკლი კობახიძე: სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მითუმეტეს ქართული საზოგადოება


