ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზესიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარისაგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ ერთად შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის გაძლიერებაში, მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მოგვიმართოს ხელი ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა

ირაკლი კობახიძე: ეუთოსთან ჩვენი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის განსამტკიცებლად


