stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

ზუგდიდის საკრებულოს შემდეგ „ქართული ოცნება“ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს იწყებს

19.04.2024 / 19 აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს შემდეგ „ქართული ოცნება“ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს იწყებს

ზუგდიდის საკრებულოს შემდეგ „ქართული ოცნება„ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს იწყება. ორივე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრები არიან, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეების არჩევა გახარიას პარტიის და ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.

„რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის ანუ ამჟამინდელი საკრებულოს შემადგენლობა უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს.

ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას მუნიციპალიტეტის გამართული მუშაობის და შესაბამისად, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის წინააღმდეგ, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ.

საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც, თუმცა მათთვის სასამართლოს გადაწყვეტილება შემაფერხებელი არ აღმოჩნდა, რომ კვლავინდებურად გაეგრძელებინათ პოლიტიკური მავნებლობა.

ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დავიწყოთ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი.

ამ მიზნით, ჩვენ კანონის შესაბამისად, პროცედურების დაცვით, უკვე მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნება სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.

მიგვაჩნია, რომ არსებულ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ისედაც ყველა შანსს იყენებდა პოლიტიკური რევანშისთვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ახლა მით უმეტეს არ აქვთ ერთიანი პოზიცია, დაშლილი ნაცმოძრაობის და გახარიას ფრაქციის იმედად ყოფნა ჩვენი ქალაქისთვის არის სრულიად გაუმართლებელი.

ამიტომ მივმართეთ კანონით ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას და ვიწყებთ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას“ – ნათქვამია რუსთავის საკრებულო „ქართული ოცნების“ ფრაქციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ საკრებულოს 9 თანამდებობის პირის, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ითხოვს. პარტიამ საკითხის ინიცირება 10 აპრილს მოახდინა. იმპიჩმენტი რეგლამენტით გათვალისწინებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა. 

„ქართულ ოცნების“ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციაში აცხადებენ, რომ გახარიას და ნაცმოძრაობის კოალიციამ, საკრებულო – მუნიციპალიტეტზე მზრუნველი სახელმწიფო ინსტიტუციის ნაცვლად გადაიქცა ოპოზიციური კლანების დასაქმების ადგილად. თავის მხრივ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ განმართა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალკურ მნოძრაობასთან“ ერთად ცდილობს ზუგდიდის ოპოზიციური საკრებულოს თანამდებობის პირების იმპიჩმენტს.

ამავე თემაზე:

წინა პოსტი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ზუგდიდში გააპროტესტეს

შემდეგი პოსტი

სუს: რუსეთსა და ოკუპირებული რეგიონებს შორის „ტვირთბრუნვამ“ 414,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ფოთის შემდეგ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება იგეგმება

ფოთის შემდეგ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება იგეგმება

ანი წითლიძე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

ანი წითლიძე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

„ოცნებამ“ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დააინიცირა

„ოცნებამ“ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დააინიცირა