ილია თოფურიამ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ საჩემპიონო ქამარი წარადგინა

UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ, გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.
დღესვე პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა .
UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა. 27 წლის მებრძოლი ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
ფოტო: ეროვნული ნაკრები







