stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბები

Სახალხო დამცველს მოქმედი თანამშრომელი უჩივის

13.03.2024 / 13 მარტი 2024
Სახალხო დამცველს მოქმედი თანამშრომელი უჩივის


სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რეგიონული დეპარტამენტის სამეგრელოს სამმართველოს კოორდინატორი ლევან პაპავა, სასამართლოში უჩივის და სასამართლოსგან ითხოვს, განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინოს, ასევე  მორალური ზიანი აუნაზღაურდეს. 

ლევან პაპავა, უშუალო უფროსის, გიორგი ტალახაძის მიერ დაბალ წლიურ შეფასებას  მიკერძოებულსა და უსამართლოს უწოდებს და ამბობს, რომ ეს მის მიერ განსხვავებული აზრის გამოთქმას უკავშირდება.

ლევან პაპავა, ასევე განმარტავს, რომ ეთიკის დარღვევაზე კონკრეტული თანამშრომლის მიმართ მან კანონის ფარგლებში იმოქმედა, თუმცა გადამოწმების და რეაგირების ღონისძიებების ნაცვლად, ომბუდსმენმა  მის წინააღმდეგ გაატარა, არა სამართლიანი და არა ჯეროვანი პროცედურები.

„არსებობს პროფესიული საჯარო მოხელეების, მათ შორის ჩემიც, რომელიც დასაქმებულია სახალხო დამცველის აპარატში, წლიური შეფასების სისტემა. 2023 წელს, უშუალო ხელმძღვანელის მიერ, ასე ვთქვათ, ჩემს შეფასევად განისაზღვრა “დამაკმაყოფილებელი”, რომელიც ზოგადად ნეგატიური შეფასებაა. Ვინაიდან წინა წლებში, მე ყოველთვის მქონდა კარგი და საუკეთესო შეფასებები, ასე რომ ვთქვათ, სხვა ხელმძღვანელების მხრიდან. ᲑᲣნებრივია ამ ყველაფერს, ედო დისკრიმინაციული მოტივი და საფუძველი ჩემი უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან, რომელთა მიმართებაშიც მე, 2023 წელს,  მქონდა გარკვეული, განსხვავებული შეხედულებები რამდენიმე სამუშაო ეპიზოდთან დაკავშირებით. Ამ განსხვავებულ შეხედულებებეთან დაკავშირებით, კონსტრუქციული კომუნიკაცია სახალხო დამცველის მოადგილეებთან, რომელიც ცნობილი გახდა ხელმძღვანელისთვის, რომ მიუღებელია განსხვავებული მოსაზრება და პოზიცია დაქვემდებარებული თანამშრომლის მხრიდან და შესაბამისად, ეს ყველაფერი ასახა ნეგატიურ შეფასებად და გამოიყენა ასე, რომ ვთქვათ, სადამსჯელო ბერკეტი. Ზოგადად, გარკვეულწილად მატერიალური ზიანიც კი მომადგა, იმ თვალსაზრისით, რომ წლიური შეფასების  მიხედვით მოხელეებისთვის არის განკუთვნილი მოქმედი კანონდმებლობის წახალისების ფორმები, ზოგჯერ შეიძლება იყოს არამატერიალური წახალისების ფორმა, როგორიცაა მადლობის გადახდა მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არის ფულადი ჯილდო ს გაცემა, რაც მიიღეს ჩემმა თანამშრომლებმა და ჩემთვის არ იყო ხელმისაწვდომი”,- აცხადებს ლევან პაპავა stv-სთან საუბარში.

ლევან პაპავას განცხადებით,  სამსახურში უშუალო ხელმძღვანელის გიორგი ტალახაძის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი გახდა, რაც სახალხო დამცველმა არ განიხილა და Სწორედ, ამის გამო, იძულებული შეიქმნა, სასამართლოსთვის მიემართა. 

„აღნიშნულის გათვალისწინებით, მე გამოვიყენე შიდა გასაჩივრების მექანიზმი, მივმართე სახალხო დამცველს და მოვითხოვე ამ გადაწყვეტილების შეცვლა, ანუ რაც უშუალო ხელმძღვანელის მიერ იქნა მიღებული კონკრექტული მტკიცებულებებით, შესაბამისი დასაბუთებებით და მათ შორის, ვუთითებდი, დისკრიმინაციულ ნიშანზე, მოპყრობაზე და შედეგზე, რასაც მოქმედი კანონდმდებლობა ითვალისწინებს და კრძალავს კიდევაც. Სახალხო დამცველმა სამწუხაროდ, არ განიხილა ჩემი განცხადება დისკრიმინაციის თვალსაზრისით რომ შეესწავლა დისკრიმინაციის ფაქტი, თუ დადგინდებოდა მის აღმოფხვრაზე ეზრუნა. Ჩემი უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მე იძულებული გავხდი მიმემართა სასამართლოსთვის. ვითხოვ, სახალხო დამცველის ბრძანების გაუქმებას, ახალი ბრძანების დაწერას, ასევე, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურებას”, – აღნიშნა ლევამ პაპავამ ჩვენთან საუბარში.

თავის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თანამშრომლის ლევან პაპავას მხრიდან, სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით, ემსახურება მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას.

“სახალხო დამცველის აპარატში ლევან პაპავას წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური საქმისწარმოება, აპარატის ქალი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესწავლის მიზნით. ამავე მოხსენებით ბარათში, თანამშრომელი ასევე უთითებს პაპავას მხრიდან ზეწოლისა და  სტრესული სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ. 

რაც შეეხება მისი, როგორც საჯარო მოხელის შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი არგუმენტების არსებობისას შეფასების სხვადასხვა ქულის დაწერის შესაძლებლობას, რაც წინა წლებშიც იქნა გამოყენებული როგორც მისი, ასევე აპარატში დასაქმებული სხვა თანამშრომლების მიმართ. 

ლევან პაპავას წინა სახალხო დამცველის დროსაც ჰქონდა პრეტენზიები შეფასების ცალკეული კომპონენტების თაობაზე და აპარატში შექმნილი იყო არაერთი კომისია, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამმართველოში თანამშრომელთა, მათ შორის, ლევან პაპავას ქცევისა და კომუნიკაციის ეთიკურობის საკითხი შეისწავლა. შეფასებასთან დაკავშირებული მისი საჩივარი განიხილა აპარატში შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ, რომლის მუშაობაში მოწვეულმა წევრმაც მიიღო მონაწილეობა. 

ამდენად, აპარატში მისი საჩივრის განხილვის პროცედურები ამოიწურა და შემდგომში დაველოდებით ამ საკითხზე სასამართლო განხილვას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Სახალხო დამცველის აპარატის მოქმედმა თანამშრომელმა სასამართლოს, მიმდინარე წლის 26 თებერვალს მიმართა. Როგორც ცნობილია პირველი სხდომა, 3 ივნისს არის ჩანიშნული.

წინა პოსტი

ახალი კანონპროექტით შესაძლოა აშშ-ში TIK TOK აიკრძალოს

შემდეგი პოსტი

პაატა ზაქარეიშვილი STV-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთს მყარი ფედერაციული მოწყობა უნდა შეთავაზოს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

რეგიონში მოქმედი ინტერნეტგამოცემა “ლაივპრესი” დაიხურა

რეგიონში მოქმედი ინტერნეტგამოცემა “ლაივპრესი” დაიხურა

ანაკლიაში სამეგრელოს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

ანაკლიაში სამეგრელოს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

ფოთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ფოთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა