stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

„რადიო თავისუფლება“: დავით კეზერაშვილს აშშ-მა ვიზა არ მისცა

12.03.2024 / 12 მარტი 2024
„რადიო თავისუფლება“: დავით კეზერაშვილს აშშ-მა ვიზა არ მისცა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. 

„სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212(a)(2)(I) მუხლს დაეყრდნო.

იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212 მუხლი, ქვემდებარე პუნქტებით იმ კრიმინალურ საფუძვლებს ადგენს, რომელიც აშშ-ში შეშვებაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

ამ მუხლით ვიზაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გახდეს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ საკონსულოსა და პროკურატურაში ეჭვიც კი, რომ ამ პირს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ფულის გათეთრებასთან ან მათთან, რომლებიც მსგავს საქმეში არიან ჩართული.

ამავეს განმარტავს რადიო „თავისუფლებასთან“ საიას ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, რომელიც დავით კეზერაშვილის სარჩელს გაეცნო:

“მუხლი, რომლის საფუძველზეც უარია ნათქვამი, ამბობს, რომ თუ საკონსულოს თანამშრომელმა და გენერალურმა პროკურორმა იცის ან აქვთ ინფორმაცია, რომ პირი არის ჩართული კონკრეტულ დანაშაულში, თანამონაწილეა ასეთი დანაშაულის, მას შეიძლება უარი ეთქვას ვიზის მიღებაზე“ – ამბობს სიმონიშვილი. 

„რადიო თავისუფლებაში“ აღნიშნავენ, რომ კეზერაშვილის სარჩელი ვებგვერდზე Courtlistener.com გამოქვეყნდა, რომელიც აშშ-ს სასამართლოებში შესულ სარჩელებს აგროვებს და ასაჯაროებს.

„სარჩელიდან ირკვევა, რომ დავით კეზერაშვილმა აშშ-ს ვიზის მისაღებად განაცხადი კვიპროსში აშშ-ს საელჩოში 2023 წლის 4 აპრილს შეიტანა. უარი კი 2023 წლის 18 ივლისს მიიღო.

ამის შემდეგ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მოსთხოვა იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც 212-ე მუხლზე დაყრდნობით ვიზაზე უარი თქმის საფუძველი გახდა.

დეპარტამენტმა მოთხოვნა წარმოებაში მიიღო, თუმცა კეზერაშვილს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მან სასამართლოში იჩივლა. სარჩელი კოლუმბიის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა.

“ამ სარჩელიდან არ ჩანს, დავობენ თუ არა ვიზის არგაცემაზე, ეს დოკუმენტი ეხება ინფორმაციის მიუღებლობის საკითხს. სარჩელში ნათქვამია, რომ მასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა არასწორად დააკავა, არ გადასცა მხარეს, დროული პასუხი არ გასცა და ამით ადეკვატური ინფორმაციის მიღების უფლება დაერღვათ”, – განმარტავს ნიკა სიმონიშვილი.

დეტალებისა და მისი პოზიციის გასარკვევად რადიო „თავისუფლებამ“ სცადა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან დაკავშირება: კითხვები გაუგზავნა ელექტრონული ფოსტით; დაუკავშირდა ადვოკატს, რომელმაც მისი სარჩელი მოამზადა და ესაუბრა შუამავლებსაც. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა დაუყოვნებლივ განახლდება.

აშშ-ს ვიზაზე უარის თქმის მომენტისთვის (2023 წლის ივლისი) უკვე ცნობილია ე.წ. ქოლცენტრებზე ბიბისის გამოძიების შესახებ, რომელიც 2023 წლის აპრილში გამოქვეყნდა. ამ გამოძიების ავტორი გამომძიებელი ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, რომ კვალი იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფებისა, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ, “ბატონ ოფშორთან”, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.

“BBC-ის სიუჟეტში გამოთქმული ბრალდებები უკიდურესად მცდარია. მე არაფერი მაქვს საერთო Milton Group-თან ან ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულ რომელიმე თაღლითობასთან”, – დაწერა კეზერაშვილმა ტელეკომპანიაში გაგზავნილ საჩივარში, სადაც ის ფაქტების უარყოფას მოითხოვდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

წინა პოსტი

ბედნიერების კვირეულის ფარგლებში ვებინარს ნათია ფანჯიკიძე ჩაატარებს

შემდეგი პოსტი

ფახულანში ქალაღალის უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

აშშ-ში ერთი თვის წინ გარდაცვლილ კანდიდატს ხმა მოსახლეობის 85%-მა მისცა

აშშ-ში ერთი თვის წინ გარდაცვლილ კანდიდატს ხმა მოსახლეობის 85%-მა მისცა

აშშ-მა რუსულ ბანკებთან ტრანზაქციები დროებით დაუშვა

აშშ-მა რუსულ ბანკებთან ტრანზაქციები დროებით დაუშვა

დავით ფარცვანია – მინდა ამ თაობას ვუსურვო მეტი თავისუფლება!

დავით ფარცვანია – მინდა ამ თაობას ვუსურვო მეტი თავისუფლება!