stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებისაზოგადოება

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე დისტანციურად სწავლებაც იქნება შესაძლებელი

11.03.2024 / 11 მარტი 2024
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე დისტანციურად სწავლებაც იქნება შესაძლებელი

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო პროგრამებს, გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები, ასევე შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამების შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო დონეზეც გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში – ონლაინ უნივერსიტეტის ცნება.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, რომლებიც ონლაინ სწავლებას გადიან საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ ელექტრონულ პროგრამებზე, მოხდება მათი აღიარება, რაც აქამდე აკრძალული იყო.

„დღეს განხილული იქნა მთავრობის სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტი უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ეს ეხება ელექტრონულ-დისტანციური სწავლების რეფორმას. პრაქტიკულად ახლებურად ყალიბდება და იცვლება ეს მიმართულება. აქამდე მხოლოდ პანდემიის პირობებში ხდებოდა ფორსმაჟორულ რეჟიმში აღნიშნული სწავლება. ეს ეხება უმაღლეს განათლებას და რიგ შემთხვევებში, ასევე, პროფესიულ განათლებას. ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე, ასევე საქართველოში არსებულ გამოცდილებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები, ასევე ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად დისტანციურად ონლაინ პროგრამების შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. და მესამე მიმართულებაა საქართველოს მოქალაქეების, ვინც სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ ელექტრონულ პროგრამებზე, მათი აღიარებს დასაშვებობა, რომელიც აქამდე იყო აკრძალული. პირველ ეტაპზე ასეთ ქვეყნებად განისაზღვრა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ, თუმცა, ასევე, შესაძლებელი იქნება მომავალში ქვეყნების ნუსხის დამატება სანდოობის გათვალისწინებით, რომელიც იმ უნივერსიტეტებს გააჩნიათ ამ ქვეყნებში. ასევე, მნიშვნელოვანი დეტალი – კანონის პროექტით, მისი მიღების შემდეგ, გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში, ეს არის ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და კონცეფცია, რომლის სტანდარტების დამუშავება ჩვენს სამინისტროს დაევალება, რომელიც პრაქტიკულად სრულიად ახალ შესაძლებლობას და კარს გააღებს ჩვენი უმაღლესი განათლების სექტორისთვის როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი განათლების ექსპორტის“,– განაცხადა ამილახვარმა.

წინა პოსტი

ზუგდიდელი მარიამ გულორდავა მსოფლიოში უდიდეს გაეროს მოდელირების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

შემდეგი პოსტი

მელიას და გვარამიას პოლიტიკურ გაერთიანებას „ახალი“ ერქმევა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად

დათო კოდუა: სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობა – ეს იქნება ჩვენი გუნდის მთავარი და პრინციპული ნიშა ზუგდიდის მერიაში

დათო კოდუა: სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობა – ეს იქნება ჩვენი გუნდის მთავარი და პრინციპული ნიშა ზუგდიდის მერიაში