პრემიერი ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და კანონის გამკაცრებაზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, მთავრობის მეთაურმა ისაუბრა, რომ ამ საკითხებზე მიმართეს კონკრეტულმა ადამიანებმა. ირაკლი კობახიძემ დაავალა შესაბამის სამინისტროებს გაამკაცრონ მიდგომები:
„მინდა შევეხო ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხს, რამდენიმე ადამიანმა მომმართა მე პირადად ამ საკითხზე, იმასთან დაკავშირებით რომ კონკრეტულ რეგიონებში, ხეობებში იჭრებოდა ხეები, მე არ მაქვს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები და ავერ ვიტყვი რამდენად ნამდვილია, თუმცა ყველა შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება იმისათვის, რომ მოხდეს ასეთი შესაძლო დანაშაულის პრევენცია. ბატონი ოთარ შამუგია (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი) დღეს არ ესწრება მთავრობის სხდომას, არის შვებულებაში და მასთან გვექნება მოგვიანებით კომუნიკაცია ამ საკითხზე. მე მინდა, რომ სამინისტრომ მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს, ასევე ძალოვანმა უწყებებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მან მთავრობის სხდომაზე, ასევე ისაუბრა ამ მიმართულებით, სისხლის სამართალი კოდექსის გამკაცრებაზე:
„ძალიან მძიმე დანაშაულია ზოგადად ხე-ტყის უკანონო ჭრა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება დიდი ოდენობით ხე ტყის უკანონო ჭრას. არანაკლებ მძიმე დანაშაულია, სხვა მძიმე დანაშაულებს, რომ შევადაროთ გამომდინარე იქიდან, რომ ნადგურდება სტრატეგიული რესურსი ჩვენი მომავალი თაობებისთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის, აქედან გამომდინარე გვჭირდება აქაც მაქსიმალური ყურადღება და მაქსიმალური სიმკაცრე, მათ შორის მე ვფიქრობ, რომ უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რითაც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით და ამ კანონპროექტზე დავიწყებთ დაუყონებლივ მუშაობას“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 111 ფაქტი გამოავლინეს

პრემიერი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე: საქართველო, როგორც ამაყი და თავისუფლების მოყვარული ერი, იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იგივე ღირებულებებსა, რაც ჩვენს მტკიცე მეგობრობას განაპირობებს


