ჩიქოვანი: ჟიული შარტავა არის სიმბოლო სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ლიდერის

ჟიული შარტავა არის სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ლიდერის სიმბოლო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მისი გმირობა, გამოჩენილი სიმტკიცე და სიმამაცე სამაგალითოა. ჟიული შარტავა არის სიმბოლო სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ლიდერის. ის ყოველთვის ხელს უწყობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას, ბოლომდე იდგა სოხუმის დამცველთა რიგებში და თავისი სიცოცხლის ფასად ცდილობდა, დაეცვა ქვეყანა და ხალხი.
სამშობლოს გაერთიანება, ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად ძლიერი სახელმწიფოს აშენება არის ჩვენი მიზანი. ჩვენი გმირების და, მათ შორის, ჟიული შარტავას თავგანწირვა ყოველდღე გვახსენებს ამ მიზანს. ქედს ვიხრი ჩვენი ქვეყნის გამორჩეული გმირის ხსოვნის წინაშე.
დიდება გმირებს!“ – წერს ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ჟიული შარტავა გმირობისა და თავგანწირვის მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის

შალვა პაპუაშვილი – ჟიული შარტავა დარჩება ისტორიაში როგორც ვაჟკაცობის, რაინდობის სიმბოლო


