stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

28 დეკემბერს ახალი წლის დღეების ფარგლებში ღონისძიებას ფოთი მასპინძლობს

25 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებიდღის ამბებიმთავარი ამბებიპოლიტიკა

თანასოფლელი გახარიას: შენ ხარ არაკაცი და ასე არაკაცურად დაასრულებ შენს სამარცხვინო პოლიტიკანობას!

01.03.2024 / 1 მარტი 2024
თანასოფლელი გახარიას: შენ ხარ არაკაცი და ასე არაკაცურად დაასრულებ შენს სამარცხვინო პოლიტიკანობას!

ჩხოროწყის მკვიდრი დავით პაპავა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარეს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ გახარიამ ამომრჩეველს სულში ჩააფურთხა:

„პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს -ბატონ გიორგი გახარიას!

ბატონო გიორგი ამ წერილს გწერთ ჩხოროწყუს რაიონიდან-იმ ჩხოროწყუს რაიონიდან რომელსაც თქვენ სულში ჩააფურთხეთ!

ამ წერილს გწერთ თქვენი წარმოშობის სოფლელი-მუხურელი კაცი დავით პაპავა!

ამავე დროს, თავში უნდა ავღნიშნო რომ,ბატონო გიორგი თქვენ ხართ თავიდან ბოლომდე გარეწარი, არამზადა და ადამიანობიდან გასული პიროვნება.

თქვენ ხართ ადამიანი რომელმაც სულში ჩააფურთხეთ თქვენს ამომრჩეველს და დადექით ნაციონალური მოძრაობის მხარეს!

ეხლა უფრო დაწვრილებით;

მე გახლავართ დავით პაპავა. ჩემი მეუღლე გახლავთ ელზა ხოჭოლავა, პროფესიით ექიმი, საექიმო მოღვაწეობის 16-წლიანი სტაჟით, რომელიც ამჟამად წარმოადგენს ჩხოროწყუს საკრებულოში თქვენს პარტიას!

ბატონებო და ქალბატონებო!

მე და ჩემს მეუღლეს გვქონდა ტკბილი, წყნარი და ჩვეულებრივი ოჯახი, სანამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრებოდა წყეული გიორგი გახარიას პარტია!

ეს ყოველგვარ ზნეობრივ და ადამიანურ გრძნობებს მოკლებული რაღაც სატანური წარმონაქმნი!

ჩემი მეუღლე 16-წელი უანგაროდ ემსახურებოდა სოფელ მუხურს და მის მიმდებარე სოფლებს. მისთვის არ იყო დილა თუ საღამო, დღე თუ ღამე-ის ყოველთვის მზად იყო ადამიანების დასახმარებლად!

დიახ ვცხოვრობდით ასე სიამტკბილობით ვიდრე ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრებოდა ეს წყეული გიორგი გახარია!

ჩემმა მეუღლემ ჩემი თხოვნით მიიღო მონაწილეობა ჩხოროწყუს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გიორგი გახარიას პარტიით, პარტიული სიით და გახდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

სწორედ ამ დღიდან დაიწყო კოშმარი ჩემს ოჯახში, რამაც გამოიწვია ჩემი ოჯახის რღვევა, ჩემი ჯანმრთელობის მოშლა, ჩვენი ერთადერთი შვილის დასტრესვა.

ვინაიდან წყეულმა პოლიტიკოსმა გიორგი გახარიამ გადაწყვიტა შეკვროდა ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკურ წარმონაქმნს- ნაციონალურ მოძრაობას, იგივე მოხდა ჩხოროწყუშიც!!!!

ხალხი რომელიც საკრებულოს წევრები გახდნენ ანტი-ნაცების ხმებით, საკრებულოში გადაიქცნენ ნაცების მოკავშირეებად. უფრო მეტიც მათ მარიონეტებად-ვინაიდან ამ კლასტერს არ გააჩნია არანაირი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება საკრებულოში,ისინი იქცნენ პირდაპირ ნაცების მარიონეტებად !!!!!

ეს იცის მთელმა ჩხოროწყუმ და უამრავი ადამიანი დასცინის მათ.

უამრავი ადამიანი ამბობს თუ როგორ ეკითხებიან თავიანთ შიდა ჩატებში გახარიას პარტიის წევრები ნაცებს რჩევას, ელემენტარულ პროცედურულ საკითხებზე. თუ როგორ ეფერებიან და ელაქუცებინ მათ.

რეალურად ეს გამოუცდელი და არაკომპეტენტური ხალხი მძევლად ჩაიგდო ნაციონალურმა მოძრაობამ და მათ როგორც უნდათ ისე ათამაშებენ!

გაიყვეს ერთმანეთში თანამდებობები, საკრებულოში შექმნეს რაღაც სასაცილო შტატები (მაგ მრჩეველის-მრჩეველი) და ურცხვად ხრავენ რაიონის ბიუჯეტს!

დიახ ჩემი მეუღლე რომელიც ოდითგანვე ვერ იტანდა ნაციონალურ მოძრაობას და მათ სამარცხვინო ლიდერს, დღეს ამ პარტიის მოკავშირე გახდა!

ეს გახდა ჩვენს შორის უთანხმოების მიზეზი!
თვითონ ჩემი მეუღლე არის გაორებული და ჩიხში შესული.

ერთი მხრივ მისთვის პიროვნულად თავიდან ბოლომდე მიუღებელია ნაციონალური მოძრაობა, ხოლო მეორე მხრივ მისთვის ასევე მიუღებელია გუნდის ღალატი, თუნდაც იმ გუნდის რომელმაც უღალატა საკუთარ ამომრჩეველს, დადგა ნაციონალურ მოძრაობასთან და მას დღეს საკუთარი ამომრჩევლის 99% აგინებს!

ამან წარმოშვა ჩვენს ოჯახში უთანხმოება და ჩემი მეუღლე არასრულწლოვანი შვილით სახლიდან წავიდა.

წავიდა იმ ბინძური ძალის გამო რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ქვია!

წავიდა იმ ხალხის გამო, რომლებსაც უქმნის უდიდეს კომფორტს და რომლებსაც ძალიან მალე საერთოდ არ ემახსოვრებათ ელზა ხოჭოლავა-ის ხალხი ხომ მხოლოდ საკუთარი პირადი კეთილდღეობისათვის არის იქ თანამდებობებზე წამოსკუპებული!

ხალხი რომლებსაც არანაირი მორალური ღირებულებები არ გააჩნიათ!

გირჩის დეზერტირები, საკუთარ ოჯახში მოძალადეები და ყოველგვარ ზნეობას მოკლებული ინდივიდები, რომლებსაც ძნელია ადამიანები უწოდო – გამომდინარე საკუთარი ცხოვრების წესიდან, თუნდაც საკუთარ გუნდში!

ჩემი მეუღლე თავიდან ბოლომდე ამ ხალხის მძევლადაა ქცეული!

გიორგი გახარია მე არაერთხელ მოგმართე შენ რომ მინდოდა შენთან შეხვედრა, მაგრამ შენ ყოველთვის დამაიგნორე! მე ასევე დამაიგნორეს შენმა გუნდელებმა!

შენ ისე ჩუმად შემოხვალ და გადიხარ სოფელ მუხურიდნ რომ ამას თითქმის ვერავინ გებულობს! და იმიტომ აკეთებ ამას რომ შენ არ გაქვს ხალხთან შესახვედრი პირი!

შენ მე და ჩემს ოჯახს ძალიან კარგად იცნობ!

მაგრამ ეტყობა შენ ის არ იცი რომ შენ ვერ შეძლებ არამარტო მუხურში, არამედ ზოგადად ჩხოროწყუს რაიონში წინასაარჩევნო პროცესის ჩატარებას!

შენ ვერ გაივლი მუხურში თავისუფლად.

შენ ხარ არაკაცი და ასე არაკაცურად დაასრულებ შენს სამარცხვინო პოლიტიკანობას!” – წერს დავით პაპავა სოციალურ ქსელში.

წინა პოსტი

მეუღლე ნავალნის ემშვიდოებება

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში ყულიშკარი-ოფაჩხაფუ-ახალსოფლის გზა შენდება

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრა, რომ ის მათი აგენტია და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით გვითხრა, რომ ის მათი აგენტია და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება

გიორგი გამსახურდია გახარიას- ,,ფერმის ღორს უფრო მეტი თავმოყვარეობა აქვს, ვიდრე შენ და შენისთანებს“

გიორგი გამსახურდია გახარიას- ,,ფერმის ღორს უფრო მეტი თავმოყვარეობა აქვს, ვიდრე შენ და შენისთანებს“

თეა წულუკიანი: როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება და მათთვის პატივის მიგება

თეა წულუკიანი: როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება და მათთვის პატივის მიგება