აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა

აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა. 26-31 იანვარს აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება მთელი რიგი ტექნიკური მიზეზების გამო გრაფიკით განხორციელდება, ამის შესახებ “ჩერნომორენერგო” იუწყება. მათივე ცნობით, პრობლემები გამოწვეულია რუსეთის სამხრეთში მოხმარების გაზრდით, ასევე როსტოვის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ბლოკის დაგეგმილი რემონტით. ოკუპირებული აფხაზეთი ასევე მარაგდება ენგურჰესიდან მიღებული ელექტრო ენერგიით, აფხაზური მედიის ცნობით ენგურჰესზე წყლის დონის სეზონური კლების გამო ენგურჰესიდან მაქსიმალური სიმძლავრის მიღება ვერ ხერხდება.
“ჩერნომორენერგოს” განმარტებით, შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაზე აფხაზეთის დასავლეთ ნაწილში, მათ შორის ქალაქ სოხუმში იმოქმედებს, შეზღუდვები იმოქმედებს მანამ სანამ რუსეთთან შეთანხმებული ნაკადის მოცულობა სრულად არ აღდგება.




